თამარ ბერიძის
საკუთარი პრაქტიკის კვლევა:
სათაური:
,,როგორ ავამაღლოთ მოტივაცია
და სწავლის ხარისხი საბუნებისმეტყველო საგნებში“
სარჩევი:
1.საკვლევი საკითხის განსაზღვრა---------------------------------------------------------------2
2. პრობლემის აქტუალურობა--------------------------------------------------------------------3
3. კვლევის მიზანი---------------------------------------------------------------------------------3
4. სამიზნე ჯგუფი----------------------------------------------------------------------------------3
5. კვლევის ამოცანები-----------------------------------------------------------------------------3
6. მეთოდები---------------------------------------------------------------------------------------4
7. ლიტერატურის მიმოხილვა-------------------------------------------------------------------5
8. კვლევის დიზაინი------------------------------------------------------------------------------9
9. კვლევის ვადები.-------------------------------------------------------------------------------9
10. კვლევის ვადები-------------------------------------------------------------------------------9
11. ინტერვენცია-----------------------------------------------------------------------------------10
12. ინტერვენციის შედეგები---------------------------------------------------------------------25
13.დასკვნები და რეკომენდაციები-------------------------------------------------------------26
14. გამოყენებული ლიტერატურა---------------------------------------------------------------27
15.დანართი----------------------------------------------------------------------------------------28
შესავალი:
1.საკვლევი საკითხის
განსაზღვრა:როგორც
მოსწავლეებზე ხანგრძლივმა დაკვირვებამ მიჩვენა, ნაკლები პოპულარობით სარგებლობს მოსწავლეებში
საბუნებისმეტყველო საგნები და მომავალი პროფესიის არჩევაშიც იშვიათად ფიგურირებს ამ
საგნების ცოდნიდან გამომდინარე პროფესიები. ჩვენი სკოლა სერიოზულად დაფიქრდა ამ პრობლემაზე.
ამიტომ, როგორც კი მივიღეთ ინფორმაციაპროექტ: „თავისუფალი გაკვეთილების“ შესახებ, მაშინვე
ჩავერთეთ ამ კუთხით. პროექტის ფარგლებში შექმნილი დიაგნოსტიკური ტესტირებების შედეგად,
გამოიკვეთა რომელ კომპენტენციებში ჰქონდათ ჩვენს მოსწავლეებს პრობლემები, ვაანალიზებდი
მიღებულ შედეგებს და ვსახავდი მათი გადაჭრის გზებს; ასევე კოლეგებში ვიზიარებდით ერთმანეთის
წარმატებულ პრაქტიკას, ვიღებდით ეფექტურ უკუკავშირს. ამ აქტივობების შედეგად, დამიგროვდა
საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მაღალ შედეგებზე გასასვლელად, გამეკეთებინა
საკუთარი პრაქტიკის კვლევა და პასუხი გამეცა მთავარ კითხვაზე: როგორ დავხმარებოდი უფრო
ეფექტურად,რათა ამაღლებულიყო მოტივაცია და სწავლის ხარისხი, საბუნებისმეტყველო საგნებში,
ასევე მომხდარიყო ამ საგნების პოპულაცია ბავშვებში.
ჩემ მიერ განხორციელებული კვლევის შედეგებს
სიამოვნებით გავუზიარებ ჩემს კოლეგებს. რადგან მოტივაციის ამაღლება ნებისმიერი საგნის უკეთესად სწავლის აუცილებელი პირობაა, სკოლის
ყველა მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის სარგებლის მომტანი იქნება ჩემი გამოცდილების
პრაქტიკაში დანერგვა. დავეხმარები მათ ამ კვლევის შედეგად მიღებული დასკვნების გააზრებაში.
საჭიროების შემთხვევაში გაკვეთილებს დავგეგმავთ და ჩავატარებთ ერთობლივად; ვიქნებით
ერთმანეთის კრიტიკული მეგობრები. ახალი მიდგომების დანერგვა კი აუცილებლად დაეხმარება
ბავშვებს გახდნენ უფრო მოტივირებულნი, ისწავლონ გააზრებულად და გაუადვილლდეთ ნასწავლის
პრაქტიკაში დანერგვა.
იმისთვის რომ ზუსტად
გამომეყო ის მიმართულებები რა მიმართულებებითაც განვახორციელებდი ჩემს კვლევას კვლევის
მიზანი გარდავქმენი კვლევის ორ მთავარ კითხვად და ჩავშალე ქვეკითხვებად. კვლევის კითხვები
გამოვიდა შემდეგი:
1.
რა
არის საბაზო საფეხურზე კერძოდ VIII კლასში საბუნებისმეტყველო
სწავლებით გამოწვეული პრობლემების მთავარი მიზეზები?
·
რატომ
უჭირთ მოსწავლეებს ამ საგნების სწავლა?
·
როგორ
გავზარდო მოსწავლეებში სწავლის შედეგიანობა და მოტივაცია?
·
რა
ქმედებებს აკეთებს მასწავლებელი, რომ მოსწავლეებმა უკეთ მოახდინონ ახალი მასალის გააზრება
და მისი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება?
2.
რა
ქმედებები უნდა დაიგეგმოს პრობლემის მოსაგვარებლად?
·
რომელი
ინტერვენციები იქნება ქმედითი პრობლემის მოსაგვარებლად?
·
როგორ
შევაფასო ინტერვენციების ქმედითობის ხარისხი?
2.პრობლემის
აქტუალურობა:
ისეთი სასკოლო საგნების
სწავლება, როგორიცაა ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგიაა, ჩვენი ქვეყნის არც თუ ისე ძლიერი
მხარეა, რასაც ადასტურებს საერთაშორისო და სახელმწიფო კვლევები. არაერთი რეფორმა განახორციელა
სახელმწიფომ აღნიშნული მიმართულებით თუმცა დღემდე ეს პრობლემა არ კარგავსაქტუალურობასბ
მოტივაციის ამაღლება საბუნებისმეტყველო დისციპლინებში, კველევითი უნარ-ჩვევების განვითარება
ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ
უბრალოდ კი არ უნდა დაიმახსოვროს/გაიზეპიროს სასწავლო მასალა, მან უნდა შეძლოს ამ ცოდნის
გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და ბოლოს - შეფასება. ამ დროს მოსწავლე არა მხოლოდ
ფლობს ინფომაციას, არამედ, მას შეუძლია ქმედება. საინტერესოა, რომ რაიმეს სწავლა, კეთებით
უკეთესია, მოსწავლე არა მხოლოდ ისმენს ან ხედავს ტექსტს, არამედ თავად ეხება, შეიგრძნობს,
აღიქვამს მრავალმხრივად და თავად ცდილობს შექმნას მოდელი, ჩაატაროს რეაქცია, მოიფიქროს
პრობლემის გადაჭრის გზები.ამერიკელ ფსიქოლოგ ჰ. გარდნერის (H. Gardner, 1943) თანახმად
არსებობს რვა ერთმანეთისგან განსხვავებული ინტელექტის სახე და მისი შესაბამისი სწავლის
სტილი.
განათლება უნდა
ემყარებოდეს გამოცდილებას და არა ფაქტების დამახსოვრებას თუ სამსახურისთვის მოსამზადებელ
წვრთნას. განათლების სოციალური ფუნქცია სხვა
დანარჩენ ფუნქციაზე მაღლა დგას.
წარმატებული სწავლისათვის
საუკეთესოა გამოცდილებით და სოციალურ ინტერაქცით ცოდნის მიღება. ამ შემთხვევაში მთავარი
სლოგანია ”სწავლა კეთებით”. სწავლის ეტაპებია პრობლემის აღმოჩენა, პრობლემის განსაზღვრა,
პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება, ამ გზების შეფასება წარსული გამოცდილებების
საფუძველზე და საუკეთესო გზის გამოცდა. ყოველივე ეს კი აამაღლებს საბუნებისმეტყველო
საგნებისადმი მოტივაციას და სწავლის ხარისხს.
3.
კვლევის
მიზანი:
ჩემი კვლევის მიზანია დავეხმარო მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნებისადმი მოტივაციის ამაღლებაში; გავეცნო ეფექტურ სტრატეგიებს, გავიზიარო ინოვაციური
მიდგომები, გამოვიყენო ახალი ცოდნა მოსწავლეებთან, მაქსიმალურად მოვარგო მათ შესაძლებლობებს
და საჭიროებებს, დავაკვირდე, რამდენად დაეხმარება
ბავშვებს ამ მეთოდებით მუშაობა მოტივაციის ამაღლებაში და კვლევითი უნარების გაუმჯობესებაში, მონიტორინგის შედეგებზე
დაყრდნობით დავგეგმო გაკვეთილები და დავხვეწო ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა.
4.
სამიზნე
გუფი:
VIII- IX კლასის მოსწავლეები - ამ კლასებში საბუნებისმეტყველო
საგნებში ჩაყრილი მყარი საფუძველი განაპირობებს
შემდეგში დაშენებული ცოდნის სიმყარესა და მოსწავლეთა მაღალ ინტერესს. აქ მიღებულ ცოდნას ემყარება საატესტატო გამოცდების
ძირითადი საკითხებიც. ჩემი კვლევა განვახორციელე
მხოლოდ ამ ორ კლასში.
5.კვლევის ამოცანები:
ჩემი კვლევის ამოცანაა პასუხი გავცე შემდეგ კითხვებს:
·
რომელი
მეთოდები დაეხმარება ბავშვებს მოტივაციის ამაღლებაში ?
·
როგორ
ჩამოვუყალიბო მათ კრიტიკული აზროვნების უნარი?
·
როგორ
დავეხმარო მოსწავლეებს კვლევითი უნარის განვითარებაში?
·
რა
სტრატეგიას მივმართო, რომ ბავშვებმა უკეთ გააანალიზონ ის, რაც უკვე იციან?
·
როგორ
დავეხმარო მათ მიღებული ინფორმაციის და ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფერში?
·
რომელი
აქტივობებით შეძლებენ ყოველივე ამას ?
·
როგორ
ვუბიძგო მათ ნასწავლის შეფასებისკენ?
6. მეთოდები
მოსწავლეებს სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებაში ეხმარება
შემდეგი მეთოდები:
კეთებით სწავლება - კეთებით სწავლების დროს ხდება ზუსტი ინსტრუქციების მიწოდება
ექსპერიმენტის, ან სიმულაციისთვის და არა ინფორმაციის მიწოდება. იგი მიზნად ისახავს
მოსწავლეებმა შეასრულონ ისეთი ქმედებები,რომლებიც ხელს უწყობენ ცოდნის, ან ჩვევის ფორმირებას.
”სწავლა კეთებით”. სწავლის ეტაპებია პრობლემის აღმოჩენა, პრობლემის განსაზღვრა, პრობლემის
გადაჭრის გზების შეთავაზება, ამ გზების შეფასება წარსული გამოცდილებების საფუძველზე
და საუკეთესო გზის გამოცდა. (დიუი „განათლება და გამოცდილება“ (1938) )
სოციალური
(თანამშრომლობითი სწავლება) -ამ
მეთოდის გამოყენების დროს ხდება მოსწავლეთა დაჯგუფება. იგი მიზნად ისახავს მოსწავლეების
ჩართვას თანამშრომლობაში, ერთობლივ ძალისხმევას დავალებების შესასრულებლად. (ჯანაშია
ს. 2007:7,8,9)
·
პროექტებით სწავლება-. პროექტგაკვეთილი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ
ფორმას, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ თემას/საკითხს,
პრობლემას მიმართავენ, რომლის დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას, მონაწილეობენ მის
გადაჭრაში და ერთ საერთო პროდუქტს წარმოადგენენ.
სამასწავლებლო
სამასწავლებლო
ფოკუსჯგუფი მშობლებთან - ფოკუსჯგუფში მონაწილეობდა 8 მშობელი რომლის მიზანი იყო დაგვედგინა, რა საგნებისადმი ავლენენ მათი შვილები ინტერესს და
რატომ?
ფოკუსჯგუფი მოსწავლეებთან - ფოკუსჯგუფში მონაწილეობდა 12 მოსწავლე
ორივე კლასიდან. ფოკუსჯგუფის მიზანი იყო
მოსწავლეთა დამოკიდებულებების განსაზღვრა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებასთან დაკავშირებით.
არასტრუქტურირებული ინტერვიუ კოლეგებთან -
განვახორციელე ინტერვიუ 2 კოლეგასთან
(მათემატიკის, გეოგრაფიის). ამ მეთოდის
მიზანი იყო გაკვეთილის ფოკუს დაკვირვების კრიტერიუმების განსაზღვრა.
მეორადი მონაცემების ანალიზი, შემაჯამებლების ანალიზი
(თვისობრივი და რაოდენობრივი) - გავაანალიზეამ ორ კლასში მოსწავლეთა შემაჯამებელი
სამუშაოები მათი ეფექტიანობის დადგენის მიზნით.
გაკვეთილზე ფოკუსირებული დაკვირვება
- VIII- IX კლასებში. განხორციელდა 2 გაკვეთილზე დაკვირვება, ამ მეთოდის
მიზანი იყო კრიტიკულად შემეხედა იმ მეთოდებისთვის რომელსაც ვიყენებ საგაკვეთილო
პროცესში ახალი მასალის ახსნისა და განმტკიცებისას.
7. ლიტერატურის მიმოხილვა:
2015-2016
სასწავლო წლის სახელწმიფო კვლევის შედეგებმა (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია
მე-9 კლასი)აჩვენა, რომ მე-9 კლასშიეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული
მოთხოვნების დაძლევას მინიმალურ
დონეზეც ვერ ახერხებს:
- მათემატიკაშიმოსწავლეთა 30.3%
- ფიზიკაშიმოსწავლეთა 34,8%
- ქიმიაშიმოსწავლეთა 49,1%
- ბიოლოგიაშიმოსწავლეთა 13,3%
აღსანიშნავია,
რომ შეფასებისმიღწევისტესტისრულადეფუძნებაეროვნულსასწავლოგეგმას. შედეგებმა კი აჩვენა, რომ დაგეგმილდამიღწეულეროვნულსასწავლოგეგმასშორისარსებითისხვაობაა.
როგორც TIMSS-ისა, ისევე
PISA-სმონაცემებით, საქართველო, წინაციკლთანშედარებით,აუმჯობესებს თავის შედეგებს მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში.
წინა
წლებთან შედარებით TIMSS 2015
და PISA 2015 წლისციკლშისაქართველოსშედეგების პოზიტიურიდინამიკის მიუხედავად, მაინც ვერმივაღწიეთსაერთაშორისოსაშუალონიშნულის. მონაცემების
ანალიზმა აჩვენა, რომ TIMSS-ისმონაცემების 2007წლიდან2015წლამდეარსებითადგაიზარდა სხვაობა ქალაქისადასოფლისმოსწავლეთა მიღწევებსადა ასევე, კერძოდასაჯაროსკოლის მოსწავლეების მიღწევებს შორის. რის საფუძველზეც შეიძლებადავასკვნათ,რომ2007წლიდან2015წლამდეუთანასწორობასასკოლოგანათლებაში გაღრმავდა. მიღწევებისგაუმჯობესებისდინამიკაცძირითადადქალაქისადაკერძოსკოლებისშედეგებისგაუმჯობესებითააგამოწვეული (TIMSS).
როგორც კვლევებმა ცხადყო, მასწავლებელსგანსაკუთრებითმნიშვნელოვანიროლიაკისრიამოსწავლეებშისწავლისადმი მოტივაციის ამაღლების, კრიტიკულიაზროვნებისადაამოცანებისგადაჭრისათვისსაჭიროუნარ-ჩვევებისჩამოყალიბებისპროცესში.
პედაგოგისთვისგამოწვევასწარმოადგენსამმნიშვნელოვანიმიზნისმოსწავლისგანვითარებისთვისშესაფერისაქტივობებად
„გადაქცევა“. ამმიზნისმიღწევაშესაძლოაზედმეტადრთულიმოგვეჩვენოს,
თუმცა, ხშირშემთხვევაში,
ისმხოლოდმცირეცვლილებასმოითხოვსარსებულმიდგომაში.
მასწავლებლებსშეუძლიათყოველდღიურადშექმნანისეთიგარემო,
სადაცმოსწავლეებსექნებათშესაძლებლობა, მოახდინონსამუშაომასალისიდენტიფიცრება,
სხვადასხვამახასიათებლისანალიზი, მსგავსებებისადაგანსხვავებებისაღმოჩენა.
აგრეთვე, მასწავლებლებსშეუძლიათდროისადასივრცისგამოყოფაკვლევის
დაგეგმვისდაწყობისადაშემოწმებისთვის. მოსწავლეებს უნდა დავეხმაროთ ისწავლონსაკუთარაღმოჩენებზედაყრდნობით.
იმისნაცვლადრომმზაპასუხებიშევთავაზოთმოსწავლეებს,
ყველაზემარტივისაკითხებიცკიუნდა წარვუდგინოთროგორცამოცანა,
რომელიცთავადუნდაგადაჭრან. მოზარდები ადვილადღიზიანდებიან,
თუ, მაგალითად,
ვერნახესპრობლემის გადაჭრის სწრაფი და მარტივი გზა.მაგრამბევრადუფროუკეთესიდამიზანშეწონილია,
შემდეგნაირადვუპასუხოთ: „აბა,
მოვიფიქროთ, როგორმოვაგვაროთესპრობლემა?“
მივცეთმოსწავლესსაშუალება, გამოთქვასსაკუთარიაზრი,
გამოსცადოსსაკუთარისტრატეგია, მიუხედავადიმისა,
მიაჩნიათუარამასწავლებელსესვერსიასაკითხისგადაჭრისსაუკეთესოგზად.
შესაძლოაპრობლემისმოგვარებისგეგმასრულყოფილიარიყოს,
მაგრამმნიშვნელოვანია, გვახსოვდეს,
რომ, როგორცწესი,
მოსწავლეებიამაყობენპრობლემებისგადაჭრისსაკუთარიმცდელობებით.
ყოველთვისშევეცადოთ, პასუხის მოფიქრებისთვის
და ცდის შედეგის ანალიზისთვისგამოვყოთდრო. სანამახალი მასალის მიწოდებაზე
გადავალთ, დავსვათ რაიმე პრობლემური კითხვა, რომელიც მოსწავლეებშიგააღვივებს ინტერესს;
მივცეთბავშვებსსაშუალება, იმსჯელონმასზე რაც აიძულებს დაფიქრდნენ საკითხის აქტუალურობაზე.
მათჩავინიშნოთმათიპასუხებიდამოგვიანებითმივუბრუნდეთმათ.
სასარგებლოა, ჩანაწერებითმივადევნოთთვალიმოსწავლეთაგანვითარებას.
შევადაროთდადავაპირისპიროთმოვლენები, საგნები.
ვიმსჯელოთბავშვებთანერთად,
როგორშეიძლებამათიგამოყენება, რააერთიანებთ,
რაგანასხვავებთერთმანეთისგან, განვიხილოთ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული
გზები. წინასწარ ვივარაუდოთ მოსალოდნელი შედეგი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების წესების
დაცვა დ ჩამოყალიბება. მოსწავლეებს უნდა გამოვუმუშაოთ ლაბორატორიაში ქცევის წესები
და ავუხსნათ რამდენად მნიშვნელოვანია ეს. მოვუყვანოთ მაგალითები უსაფრთხოების წესების
დარღვევას რა მოსდევს. მნიშვნელოვანია ასევე წავახალისოთშემოქმედებითობა.
ბავშვებმა თავადუნდადასახონმოქმედებისგეგმა, გამოცადონისდაგამოძებნონსაკითხისგადაჭრისგზა.
ისინიუნდაიქცნენკრიტიკულადმოაზროვნეებად. კრიტიკულიაზროვნებამნიშვნელოვანიაკითხვისშესწავლისპროცესშიც,
ვინაიდანხელსუწყობსწაკითხულისგაგებასადაამბავისშემეცნებას. დავეხმაროთმოსწავლეებს,
გაიხსენონდაგააანალიზონის, რაცუკვეიციანმოცემულითემისშესახებ.
შევუწყოთხელიმათ, ვიზუალური და მატერიალური
რესურსებისმეშვეობით, შექმნანნაცნობიკონტექსტიახალიინფორმაციისასათვისებლადდასაკუთარიმოსაზრებებისსხვებისთვისგასაზიარებლად.
ხშირად დავსვათღიაკითხვები. დახურულიკითხვებისგანგანსხვავებით,
ღიაკითხვებსარმოჰყვებასავარაუდოპასუხები. სწორადფორმულირებულიღიაკითხვებიმოსწავლეებსუბიძგებსსაკითხისგაანალიზებისკენ,
აზრებისშეჯერებისადაშეფასებისკენ. ვუხელმძღვანელოთმოსწავლეებსძიებისპროცესში.
დავეხმაროთმათ, გამოიყენონინფორმაციისსხვადასხვაწყაროიმისათვის,
რომახსნანმოვლენებიდაგაამყარონსაკუთარიარგუმენტები.
დავეხმაროთბავშვებსშეფასებისკრიტერიუმებისჩამოყალიბებაში.
მოსწავლეებსშესწევთუნარი, ჩამოაყალიბონსაკმაოდრთულიმოსაზრებები,
რომლებიცხშირადმასწავლებელთამოლოდინსაჭარბებს.
ამისმიზეზი, გარკვეულწილად,
მდგომარეობსიმაში, რომბავშვებინაკლებადარიანშეზღუდულნიწინასწარჩამოყალიბებულიშეხედულებებით,
უფროგახსნილებიარიანსამყაროსშესაცნობადდაუმრავლესშემთხვევაში,
გულწრფელადსჯერათ, რომყველაფერიშესაძლებელია. (ჯანელიძე ა. 2014: 27-32)
კვლევითი და კრიტიკული აზროვნების განვითარების მიზნით, სოკრატულიმეთოდისგამოყენებისდროსმასწავლებელი:
· სვამსპრობლემურშეკითხვებს, რათაწაახალისოსმოსწავლეთააზროვნებამოცემულსაკითხებზე;
• მოჰყავსდამხმარედასაწინააღმდეგომაგალითებიმოცემულიმოვლენისსაილუსტრაციოდ;
• კრიტიკულადგანიხილავსმოსწავლისარგუმენტებს;
• ხელსუწყობსკლასისდისკუსიაშიჩაბმას;
• ახალისებსსაკუთარიდასხვებისაზრებისკრიტიკულიშეფასებისუნარისგანვითარებას;
• მოსწავლესსთხოვსფაქტებისადაცნებებისანალიზს, მასალაშიმოცემულიფარულიარსისგაგებასდაა. შ.
•
სთხოვსმოსწავლეს, რომდააკავშიროსსხვადასხვაწყაროებიდანმიღებულიცოდნა, სხვადასხვაელემენტებისაგანშექმნასახალისტრუქტურა;
•
თავად ჩაატაროს ექსპერიმენტი და აღწეროს თანმიმდევრულად.
•
სთხოვსმოსწავლეს, რომგამოიტანოსდასკვნა (გააკეთოსშეფასება) საკუთარარგუმენტებზედაყრდნობით.
•
ახსნას
თუ სად გამოადგება ცხოვრებაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება.
როგორდავეხმაროთმოსწავლეებსმოტივაციის
ამაღლებაში და კრიტიკულიაზროვნებისგანვითარებაში?
• მასწავლებელიღიაუნდაიყოსსიახლეებისადმი - თუპედაგოგსთავადარაქვსგანვითარებულიკრიტიკულიაზროვნება, პრაქტიკული კვლევის
უნარებიდაარარისჩართულითვითანალიზისპროცესში, იგივერშეძლებსმოსწავლეებშიამუნარისგანვითარებას;
• მასწავლებელმაარუნდამოახვიოსთავს საკუთარიშეხედულებებიმოსწავლეებს - მანისეუნდამიაწოდოსბავშვებსმასალა, რომმათფიქრის, განსჯისდაგანსხვავებულიინტერპრეტირებისსაშუალებადაუტოვოს.
• მასწავლებელმაუნდაურჩიოს პრობლემის გადაჭრის
რამოდენიმე გზა, მოსწავლემ თავად უნდა აირჩიოს უკეთესი და დაასაბუთოს რატომ. მნიშვნელოვანია
ის ცდები და ექსპერიმენტები, რომლის ნახვის საშუალებაც სკოლაში არ გვაქვს, ინტერნეტიდან
მოვიძიოთ, ვიდეოს სახით შევთავაზით მათ. მოსწავლეს არ უნდა ქონდეს დარჩენილი საკითხის
გარშემო კითხვები, დღევანდელი სკოლა ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა. ინტერნეტის
მეშვეობით რაიონის და ქალაქის ბავშვისთვის თანაბრად ხლმისაწვდომია ყველა ელექტრონული
რესურსი.
• მასწავლებელმაუნდაწაახალისოსმოსწავლეთადამოუკიდებლობა. ხშირადმოსწავლეებიშეცდომისდაშვებისშიშის, საკუთარპასუხშიდაურწმუნებლობისათუპასუხისმგებლობისთავიდანაცილებისგამომიჯაჭვულებიარიანმასწავლებელზე, რაცაფერხებსმათშიკრიტიკულიაზროვნებისუნარისგანვითარებას. ამისთავიდანასაცილებლადმასწავლებელმაუნდადაადგინოსმიჯაჭვულობისმიზეზიდახელიშეუწყოსდამოუკიდებელობისგანვითარებას.
• სწავლის ხარისხის ამაღლებისთვისმნიშვნელოვანია, მასწავლებელმაორიენტაციააიღოსხარისხზედაარადროზე. როდესაცმოსწავლეთამუშაობისშეფასებისერთ-ერთიკრიტერიუმიდავალებისშესრულებაზედახარჯულიდროა, იქმნებასაფრთხე, რომისინიზედაპირულადმიუდგებიანგანსახილველსაკითხს, რაცხელსუშლისკრეატიულიაზროვნებისგანვითარებას.
• მასწავლებელი, რომელიცთავადღიააკრიტიკისათვის, მოსწავლეებსარახვევსსაკუთარაზრს, აძლევსმათსაშუალებასიმსჯელონ, გააანალიზონდაშეაფასონმისმიერგამოთქმულინებისმიერიმოსაზრება, ხელსუწყობსაღსაზრდელებშიდაძაბულობის მოხსნას და
თავისუფალი აზროვნებისგანვითარებას.
• მასწავლებელმახელიუნდაშეუწყოსმოსწავლეთათვითშეფასებისამაღლებას, უნდააგრძნობინოს, რომპატივსსცემსდაითვალისწინებსმათაზრს, რაცაამაღლებსმოსწავლეებშითავდაჯერებულობისადასაკუთარიღირსებისგრძნობას.
• აქტიურიმსმენელიმასწავლებელიადვილადმოიპოვებსმოსწავლეთანდობას, ახალისებსმათ, იმსჯელონსაკუთარღირებულებებსადაშეხედულებებზე. მასწავლებელმაუნდააგრძნობინოსმოსწავლეს, რომიგიემფატიურიმსმენელიადამოსმენელისანალიზსაკეთებს. ყველაფერიესკიეხმარებამოსწავლესუკეთგაერკვესსაკუთართავში, საკუთარიღირებულებებისშეფასებაშიდაპრაქტიკული აზროვნებისგანვითარებაში.
• მასწავლებელმაისეუნდადაგეგმოსსასწავლოპროცესი, რომდაანახოსმოსწავლეებსკრიტიკულიაზროვნებისსარგებლიანობა, რაცგაზრდისმათშიმოტივაციას. ამისმისაღწევადმასწავლებელმაუნდაშეაფასოსარამარტომიღწეულიშედეგი, არამედუნდაწაახალისოსმოსწავლეთამცდელობა. ასევეგასათვალისწინებელია, რომმასწავლებელმარეალისტურიდამიღწევადიმიზნებიდაუსახოსმოსწავლეებს, წინააღმდეგშემთხვევაში, ყველანაირიენთუზიაზმიჩაქრება.
(http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/saazrovn%20unarebi.pdf გვ.5-8)
პროექტებით სწავლება
პროექტზე
მუშაობა ნათელყოფს, რომ როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალი
ამოცანები დგება, რომელიც არსებითად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან. პროექტით
სწავლება გულისხმობს სკოლისგარეშე დაწესებულების ჩართვას სასწავლო პროცესში. პროექტით
სწავლებასთან ერთად იზრდება ორივე მხარის (როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის) კომპეტენციის
მოპოვების პოტენციალი და შესაძლებლობები. პროექტებზე მუშაობის პროცესი მოსწავლეს
აყენებს აქტიური შემმეცნებლის როლში, რომელსაც წამოჭრილ პრობლემებთან გამკლავება უხდება.
კერძოდ, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას მოსწავლე აწყდება პრობლემას, რომლის გადაჭრაც
უჭირს მხოლოდ იმ ცოდნით, რომელიც აქვს მას. ამ მიზნით იგი არკვევს, თუ რისი ცოდნაა
საჭირო დასმული პრობლემის უკეთ გასაგებად. ამ პროცესში მოსწავლე აქტიურია, მიმართავს
თვითგანათლებას, ეძებს საჭირო ინფორმაციას (წიგნებს, გამოკვლევებს, ანგარიშებს, ელექტრონულ
ინფორმაციას) და ა.შ. ამის შემდეგ მოსწავლე, აღჭურვილი ახალი ცოდნით, კვლავ უბრუნდება
პრობლემას და ახერხებს მის გადაჭრას. ბოლოს მოსწავლე აფასებს საკუთარ თავს. თვითშეფასება
მოსწავლის არსებითი უნარ-ჩვევაა, რომელიც მას ეფექტიან, დამოუკიდებელ სწავლაში ეხმარება.
ვინაიდან დღეს აქტუალურია პროექტებით სწავლება, მსურს, შემოგთავაზოთ სხვადასხვა
პროექტების განხორციელების მეთოდები. იმედი მაქვს, ეს თვალსაჩინო კონკრეტული მეთოდები
დაგეხმარებათ პროექტების განხორციელებაში.
პროექტ გაკვეთილების მეთოდი ყველა სასწავლო დისციპლინაში
გამოიყენება, მაგრამ განსაკუთრებით ეფექტური, მრავალმხრივი და ინტეგრირებულია სხვა
საგნებთან საბუნებისმეტყველო დისციპლინებში.
მისი დაგეგმვა და ჩატარება შეიძლება:
v
როგორც
ახალი მასალის გაცნობა-წარმოდგენისას, ასევე მასალის ათვისების შემდეგ, შემაჯამებელი
სამუშაოს ჩატარების დროს;
v
როგორც
საშინაო დავალების, ასევე საკლასო სამუშაოს შესრულების დროს;
v
ჯგუფური
მუშაობისას კლასში, ასევე არასაკლასო სივრცეში არასასწავლო დროს.
8. კვლევის
დიზაინი:
ჩემი კვლევის პროცესში მთავარ ორიენტირად
აღებული მქონდა შემდეგი კითხვები:
·
რა
შემთხვევაში ავლენენ ბავშვები მაღალ მოტივაციას სწავლისადმი?
·
როგორ
შეიძლება მათი პროვოცირება სააზროვნო აქტივობებში ჩასართავად?
·
რა
ფაქტორები უშლით ხელს გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები?
·
რომელი
აქტივობები დაეხმარება მოსწავლეებს ყველაზე ეფექტურად, პრაქტიკული სამუშაოს შესრულებისას
არგუმენტირებულ მსჯელობასა და დასკვნების გაკეთებაში?
·
რამდენად
უწყობს ხელს მოტივაციის ამაღლებაში და სწავლის ხარისხში განსხვავებული: თავისუფალი,
გასვლითი, კვლევითი და ასევე პროექტ-გაკვეთილები?
9.კვლევისვადები:
აქტივობა
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
მაი
|
პრობლემის იდენტიფიცირება
|
X
|
|||||
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
X
|
|||||
ინტერვიუ მოსწავლეებთან
|
X
|
|||||
დაკვირვება
|
X
|
X
|
X
|
X
|
||
ანკეტირება
|
X
|
X
|
X
|
|||
მონაცემთა შეგროვება
|
X
|
X
|
||||
მონაცემთა ანალიზი
|
X
|
X
|
||||
სავარაუდო ინტერვენციების
გეგმის შემუშავება
|
X
|
|||||
ინტერვენციის
განხორციელება
|
X
|
X
|
X
|
|||
ინტერვენციის
შედეგების
ანალიზი
|
X
|
|||||
პრეზენტაცია სასაკოლო საზოგადოებასთან, შედეგების გაცნობა
|
X
|
10. ინტერვენცია:
გავეცანი, რა საკითხთან
დაკავშირებულ თანამედროვე კვლევებს და მოსაზრებებს, მივიღე ამომწურავი ინფორმაცია ჩემი
საკვლევი მიზნის შესახებ; კერძოდ, თუ როგორ შეიძლება განუვითარო ჩემს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო
საგნებისადმი მოტივაცია და კვლევითი უნარები. გადავწყვიტე, ეს ეფექტური მეთოდები და
სტრატეგიები პრაქტიკულად გამომეცადა ჩემს საგაკვეთილო პროცესში და გამეანალიზებინა
მიღებული შედეგები.
სანამ უშუალოდ ახლებური
მიდგომების დანერგვასა და მის თანმხლებ პროცესებზე დაკვირვებას დავიწყებდი, მოსწავლეთა მშობლებთან
წერილობითი შეთანხმების შემდეგ, ჩავატარე მათთან ინტერვიუ:
Ø
როგორი
გაკვეთილი მოგწონს?
Ø
რომელი
აქტივობა გიადვილდება ყველაზე მეტად?
Ø
რა
გიძნელდება?
Ø
ინდივიდუალურად
გირჩევნია მუშაობა, თუ წყვილში?
Ø
რა
გიშლის ხელს ახალი მასალის გააზრებაში?
Ø
ხშირად
ემთხვევა შენს ინტერესს გაკვეთილის თემა თუ არა?
Ø
ზეპირი
პასუხები უფრო გიადვილდება, წერითი, თუ კეთებით სწავლებისას?
Ø
შენ
რომ მასწავლებელი იყო, რას შეცვლიდი საგაკვეთილო პროცესში?
ინტერვიუს
შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას მოსწონს მრავალფეროვანი აქტივობებით
სავსე გაკვეთილი;უადვილდებათ ცდებით, ექსპერიმენტებით დაელექტრონული თვალსაჩინოებებით
მდიდარი გაკვეთილის აღქმა. ასევე პროექტებით და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული
გაკვეთილის თემის გაკეთება, მოსწონთ წყვილებად მუშაობა, უძნელდებათ ცდების დამოუკიდებლად
ჩატარება, არგუმენტირებული მსჯელობა და ცოდნის ცხოვრებაში ტრანსფერი .
ასევე
მოსწავლეებთან ერთად ჩავატარე ინტერვიუ სოფელში ერთ-ერთ წარმატებულ დამწყებ ბიზნესმენთან,
რომელსაც ვაშლის წვენის დამამზადებელი საწარმო აქვს გახსნილი:
ინტერვიუ ხილის წვენების მცირე საწარმოს - „სობისურის“ საქმის
მწარმოებელთან, ნინო სამადალაშვილთან.
1.
არის თუ არა თქვენი საწარმოს საქმიანობა დაკავშირებული
საბუნებისმეტყველო საგნებთან?
2.
რომელი საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნაა საჭირო თქვენი
საწარმოს წარმატებისთვის?
3.
იყო თუ არა სკოლაში შეძენილი ცოდნა საკმარისი წარმატებული
ბიზნესისთვის?
4.
რისი ცოდნა და უნარები დაგაკლდათ და ვერ შეიძინეთ სკოლაში?
5.
როგორ ფიქრობთ, ამ ცოდნას და უნარებს აითვისებენ თუ
არა მოსწავლეები თქვენთან თანამშრომლობისას პროექტის ფარგლებში?
6.
თქვენ სად შეიძინეთ დამატებითი ცოდნა და უნარები წარმატებული
საქმიანობისთვის? (კოლეჯში, უნივერსიტეტში, კოლეგისგან, თვითგანვითარების გზით?)
7.
გამოცდილების საფუძველზე რა უნარები დაგიგროვდათ, რომელიც
საკუთარია და სხვებისგან გამორჩეული?
8.
თქვენი საქმიანობა ბიზნესზეა ორიენტირებული თუ ჰობია?
9.
რა დამოკიდებულებები გაგიჩნდათ ამ საქმიანობის მიმართ და რა დროს უთმობთ ამ ყველაფერს?
10. ყოველივე
ამის შედეგად გამოიკვეთა, რომ ნებისმიერ სფეროში რომ იყო წარმატებული ადამიანი, საჭიროა
კარგად იცოდე საბუნებისმეტყველო საგნები, რომელიც სკოლიდანვე უნდა შეიყვარო და დაინტერესდე.
ამისათვის საჭიროა მასწავლებელმაც უფრო მრავალფეროვანი გახადოს სწავლების მეთოდები
და აქტივობები.
კვლევის
მომდევნო ეტაპზე, მონაცემების კიდევ უფრო მეტად დაზუსტების მიზნით, ჩავატარე ანკეტირება. შედეგად- ბავშვებმა გააკეთეს
თვითშეფასება და შემოხაზეს პასუხის შესაბამისი ვარიანტი:
კითხვარი
1.რომელ პროფესიასთან დააკავშირებთ საბუნებისმეტყველო საგნებს?
(მონიშნეთ რამდენიმე)
ა) მედიკოსი
ბ) ლაბორანტი
გ) პედაგოგი
დ) მეწარმე
ე) სოფლის მეურნე
2. რატომ სწავლობთ საბუნებისმეტყველო საგნებს?
ა)ნიშნისთვის
ბ)მასწავლებლის ხათრით
გ)საინტერესო და სახალისოა
დ)მომავალი პროფესიისთვის
3. როგორი ტიპის გაკვეთილების ჩატარებას ისურვებდით უფრო მეტად?
ა) კლასიკური
ბ) პრობლემაზე ორიენტირებული
გ) პრაქტიკული/ლაბორატორიული
დ) გასვლითი გაკვეთილი
4. როგორი ტიპის გაკვეთილები დაგეხმარებათ შესასწავლი
მასალის უკეთ გააზრება ათვისებაში?
ა) როდესაც ხართ პასიური მსმენელი
ბ) როდესაც ხართ აქტიური მსმენელი
გ) ჯგუფური მუშაობის
დ)პრაქტიკულ/ლაბორატორიული
5.რომელ კლასგარეშე ღონისძიებებში ისურვებდით უფრო მეტად მონაწილეობას?
ა)
პროექტებში
ბ)
ვიქტორინებში
გ)
კლუბური/კვლევებში
დ)
კონფერენციებში
6. რომელი უნარების განვითარებას უწყობს საბუნებისტყველო გაკვეთილები?
(შემოხაზეთ რამდენიმე)
ა) კვლევითი
ბ) ცოდნის ყოველდღიურ ყოფაცხოვრებასთან დაკავშირების
გ) სამეწარმეო
დ) კომუნიკაციის
ე) თანამშრომლობითი
ვ) ექსპერიმენტების დაგეგმვისა და ჩატარების
ზ) ინფორმაციის მოძიების, დამუშავება/ანალიზის
თ) კრიტიკული აზროვნების
7.სად ხედავთ თქვენს თავს 10 წლის შემდეგ?
ა) ხელოვანი
ბ) მეცნიერი
გ) საჯარო მოხელე
თ) კერძო მეწარმე
8.თქვენ რომ საბუნებისმეტყველო
საგნის პედაგოგი იყოთ, რას შეცვლიდით გაკვეთილზე?
9. გამოგადგებათ თუ არა საბუნებისმეტყველო საგნებში
მიღებული ცოდნა/უნარები ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში?
ანკეტირების შედეგები ასე გადანაწილდა:
რაც
შეეხება ღია კითხვებს; თქვენ რომ საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგი იყოთ,
რას შეცვლიდი გაკვეთილზე?-- უმეტესობა ფიქრობს, რომ უფრო მეტ პრაქტიკულ აქტივობებს
დაამატებდა..
ხოლო კითხვას :
გამოგადგებათ თუ არა საბუნებისმეტყველო საგნებში მიღებული ცოდნა/უნარები ცხოვრებაში
წარმატების მიღწევაში? უმეტესობა დადებით პასუხს ასახელებს.
ინტერვიუსა და ანკეტირების შედეგად მიღებული მონაცემების
გაანალიზების შემდეგ, გადავწყვიტე მთავარი აქცენტი გამეკეთებინა პრაქტიკულ სამუშაოებზე
. რადგან მოძიებული მეთოდური
ლიტერატურის გაცნობის შედეგადაც იმ დასკვნამდე მივედი, რომ ინფორმაციის უკეთ აღქმაში
უდიდეს როლს თამაშობს მოსწავლეთა მოტივაცია და აქტიური ჩართულობა სწავლის ხარისხის
ამაღლებაში, ამიტომ გადავწყვიტე მათი ინტენსიურად
გამოყენება. მით უმეტეს, რომ წელს ჩვენი სკოლა
ჩაერთო სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ ინიციატივაში- თავისუფალ გაკვეთილების ჩატარებაში.
ჩვენ ამ მხრივ ავირჩიეთ შემეცნებითი მიმართულება და ჩვენს პროექტს „ცდები, ექსპერიმენტები“
ერქვა.
არასაგაკვეთილო დროს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო
გეგმის გათვალისწაინებით წინასწარ დაგეგმილ გაკვეთილებს ვუტარებდი სკოლის ლაბორატორიაში.
- პროექტის
შესრულების ანგარიში
ა) პროექტით განსაზღვრული ამოცანების შესრულება
№
|
პროექტით განხორციელებული ძირითადი აქტივობები
|
ძირითადი აქტივობის შესრულების მოკლე აღწერა
|
განხორციელებული აქტივობით მიღებული კონკრეტული
შედეგი
|
1.
|
პროექტის პრეზენტაცია-განხილული იქნება თავისუფალ
გაკვეთილებზე განსახორციელებელი აქტივობები, (რომლის დაგემაში შესაძლოა კორექტირება
მოსწავლეებმაც შეიტანონ), პროექტისმიზანიდამოსალოდნელიშედეგები
|
განხილული იქნა თავისუფალ გაკვეთილებზე განსახორციელებელი
აქტივობები, (რომლის დაგემაში კორექტირება მოსწავლეებმაც შეიტანეს), პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები
|
დაგეგმილი აქტივობები.
თავისუფალი გაკვეთილების
გარკვეული მიზანი.
|
2.
|
ექსპერიმენტი სიგარეტის მავნეობის შესახებ
|
ვიდეოს ჩვენება, შესაბამისი ცდის ჩატარება, დასკვნების
გამოტანა. საინფორმაციო პლაკატის დამზადება.
|
დამზადებული პლაკატი
|
3.
|
ფილტვის მულაჟის
დამზადება პოლიეთილენის ბოთლით, აირთა ცვლის დაკავშირება წნევასთან, დიფუზიასთან.
|
მოსწავლეების დახმარებით
დავამზადეთ ფილტვის მოდელი. ავხსენით მისი
მუშაობის პრინციპი, აირთა ცვლა დავუკავშირე წნებას და დიფუზიას. მოვახდინეთ საგანთაშორისი
ტრანსფერი.
|
დამზადებული ფილტვის მოდელები.
ცოდნის ტრანსფერი.
|
4
|
სხვადასხვა
ალკოჰოლურ სასმელებში ალკოჰოლის პროცენტული შემადგენლობის დადგენა საზომი ხელსაწყოთი
და მათი დახარისხება გრადუსების მიხედვით.
|
დავადგინეთ ალკოჰოლურ სასმელებში გრადუსი. დავახარისხეთ
ალკოჰოლის დონის ზრდის მიხედვით. გადავიღეთ ფოტო და ვიდეო მასალა.
|
გამოიტანეს დასკვნა: ერთი
ბოკალი ლუდი, ერთი ღვინის ჭიქა და ერთი არყის სირჩა დაახლოებით ალკოჰოლის ერთ დოზას
შეიცავს.
|
5
|
თირკმლის მუშაობის
შესახებ ვიდეოს ჩვენება და თირკმლის მსგავსი ფილტრის დამზადება.
|
ნაჩვენები ვიდეოს მიხედვით დავამზადეთ თირკმლის მოდელი, ავხსენით მისი მოქმედების მექანიზმი.
|
ოსმოსის აზრი უკეთ გაითავისეს. გაიგეს რატომ ხდება შარდის წარმოქმნა,
ფილტრაცია, რატომ არ უნდა იყოს შარდში ცილა.
|
6
|
სისიხლის ანალიზის
აღება და მისი მიკროსკოპით დათვალიერება. სისიხლის გადასხმის სქემის შექმნა და როლებით
თამაში „პირველადი დახმარება სისხლდენის დროს“
|
ავიღეთ მოხალისე მოსწავლისაგან
და მასწავლებლისაგან სისხლის ანალიზი ჰიგიენური წესების და უსაფრთხოების დაცვით.
დავათვალიერეთ სისხლი მიკროსკოპში, ერთმანეთისაგან გავარჩიეთ სისხლის უჯრედები: ერითროციტები,
ლეიკოციტები, თრომბოციტები.
ვითამაშეთ როლურად
|
სისხლის შედგენილობის დადგენა,
ისწავლეს პირველადი დახმარება სხვადასხვა სახის სისიხლდენისას.
|
7
|
ძვლების ქიმიური
შედგენილობის შესწავლა.
|
ძვლების ქიმიური
შედგენილობის შესწავლის მიზნით მოვიძიეთ ინფორმაცია, ვუყურეთ ვიდეოექსპერიმენტს და შემდეგ ფრინველის ძვალი მჟავით დავამუშავეთ,
გამოვწვით, რათა მასში მინერალური მარილებისდა ორგანული ნივთიერებები განგვესაზღვრა.
|
დავადგინეთ ძვლის შედგენილობა,
ჩავატარეთ ექსპერიმენტი, გამოვიტანეთ დასკვნა. გადავიღეთ ფოტო და ვიდეო მასალა.
|
8
|
წნევის გაზომვის
სწავლა სხვადასხვა წნევის საზომი ხელსაწყოებით
|
მოსწავლეებს
ავუხსენი წნევის საზომი სხვადასხვა ხელსაწყოების
მოხმარების წესები.
ჩავატარეთ ექსპერიმენტები მოხალისეებზე განსაზღვრეთ ფიზიკური აქტივობის
შემდეგ მათი წნევის ცვლილება, ასევე პულსის.
|
მოსწავლეებმა ისწავლეს
წნევის, პულსის გაზომვა. გაიაზრეს რატომ იმატებს წნევა და პულსი ფიზიკური აქტივობისას.
|
9
|
ატმოსფერული
წნევის საზომი ხელსაწყოს -ბარომეტრის დამზადება, მისი მოქმედების დაკვირვება ტემპერატურული
ცვლილებისას.
|
დავამზადეთ
ატმოსფერული წნევის საზომი ხელსაწყო -ბარომეტრის თუნუქის ყუთით და რეზინის ბუშტით. დავაკვირდით
მისი მოქმედება ტემპერატურული ცვლილებისას.
აქვე ჩავატარეთ კვერცხის ბოთლში ჩაძვრენის ექსპერიმენტი და დავუკავშირეთ ამ ორი ცდის
შედეგები.
|
დამზადებული ბარომეტრის
მიხედვით გამოიტანეს დასკვნები სხვადასხვა ატმოსფერული წნევისას მისი მოქმედების
პრინციპის შესახებ.
|
პროექტის ფარგლებში შესყიდული
რესურსები
№
|
რესურსის დასახელება
|
რაოდენობა
|
ერთეულის ღირებულება (ლარი)
|
სულ ღირებულება (ლარი)
|
რესურსებზე დახარჯული ჯამური თანხა
|
რესურსებითვის მიღებული თანხის აუთვისებელი ნაწილი
|
1
|
„სახალისოქიმია“-ელიზბარ ელიზბარაშვილი
|
1
|
13,5
|
13,5
|
200
|
0
|
2
|
ბურთულიანი კალამი
|
3
|
1
|
3
|
||
3
|
ადამიანის სხეულის ილუსტრირებული
ატლასი
|
1
|
33
|
33
|
||
4
|
საწერი კალამი
|
1
|
0,5
|
0,5
|
||
5
|
„არ გაამხილოთ“ ქეთევან
კუპატაძე
|
1
|
15
|
15
|
||
მზომი კოლბა
|
1
|
5,5
|
5,5
|
|||
ცენტრიფუგის
სინჯარა
|
10
|
0,8
|
8
|
|||
ცილინდრი
|
2
|
3,5
|
7
|
|||
კოლბა
კონ 250
|
1
|
12
|
12
|
|||
საფარი მინა
|
1
|
3,5
|
3,5
|
|||
ქვიშის საათი
|
1
|
3,5
|
3,5
|
|||
პიპეტი
|
1
|
3.5
|
3,5
|
|||
კოლბაბრტყელძირიანი
|
2
|
4.5
|
9
|
|||
მზომი
კოლბა
|
1
|
15
|
15
|
|||
ძმარმჟავა
|
1 ლიტრი
|
8
|
8
|
|||
მარილმჟავა
|
1 ლიტრი
|
4
|
4
|
|||
კაუსტიკური სოდა
|
1
|
4
|
4
|
|||
კოლბა კონც. 500
|
2
|
6
|
12
|
|||
ინდიკატორის ქაღალდი
|
1
|
12
|
12
|
|||
ტყვიის ნიტრატი
|
0,1 კგ
|
45
|
4,5
|
|||
კალიუმის ბიქრომატი
|
0,5
|
20
|
10
|
|||
კრისტალური იოდი
|
0,01
|
450
|
4,5
|
|||
კალიუმის იოდიდი
|
0,02
|
450
|
9
|
მოსწავლეები ხალისით შეხვდნენ ამ სიახლეს და ყოველ მომდევნო
გაკვეთილზე დაინტერესებულ მოსწავლეთა რაოდენობა მატულობდა. აღნიშნულმა გაკვეთილებმა
გამოიწვია მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია, ინტერესი,
მოტივაციის ამაღლება, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება, ცოდნის ტრანსფერი ყოფა-ცხოვრებაში;
21 საუკუნის უნარ ჩვევების გამომუშავება. გაკვეთილების მსვლელობისას გადავიღეთ ფოტო
და ვიდეო მასალა, გავაკეთეთ პროექტის მსვლელობის ამსახველი სტენდი-ფოტოგამოფენა. მომავლისთვის
ისე მოეწონათ მოსწავლეებს ცდებით და ექსპერიმენტებით სწავლება, რომ გადავწყვიტე საკლუბო
მუშაობაც ვაწარმოო და ჩამოვაყალიბო „ნორჩ ბუნებისმეტყველთა“ კლუბი. რათა პროექტის დამთავრების
შემდეგაც ვატაროთ ცდები და ექსპერიმენტები.
ამასთანავე პროექტის ფარგლებში მოხდა სასკოლო
ლაბორატორიის აღჭურვა ქიმიური ჭურჭლით და რეაქტივებით, რომელიც მრავალმხრივი
გამოყენებისაა და სხვა დროსაც გაკვეთილების მსვლელობისას შეიძლება გამოვიყენოთ.
მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ამაღლების, სხვადასხვა საბუნებისმეტყველო საგნების ინტეგრირების,
საკითხის ერთ მთლიანად დანახვის და მისი გადაჭრის გზების მოძიების მიზნით, სიამოვნებით
ჩავერთე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ საერთაშორისო პროექტში რომლის
აბრევიატურაა „ARTIST“.
პროექტის მიზანია მოსწავლეების საბუნებისმეტყველო საგნებისადმი დაინტერესება, იმ საჭიროებების დანახვა, რაც დაეხმარებათ მომავალი პროფესიის არჩევაში და წარმატებულ ადამიანად
ჩამოყალიბებაში. პროექტის მსვლელობა ასე წარიმართა:
I ეტაპი
(საწარმოს გაცნობა)
(საწარმოს გაცნობა)
- რა
არის თქვენი ინტერესი,
რისი განვითარება
გსურთ? რა გინდათ, რომ გააუმჯობესოთ?
რა არის თქვენი
მიზნები?
განუვითარო მოსწავლეებსი ნტერესი საბუნებისმეტყველო
საგნებისადმი. მსურს განვავითარო მათში კვლევა-ძიების, ბიზნესის დაგეგმვის, წინასწარი
ჭვრეტის, შესაძლო რისკების გათვლის უნარი. მინდა მოსწავლეებში გავაუმჯობესო ამ დისციპლინების
სწავლის ხარისხი და ინტერესი. ჩემი მიზანია დავანახო მოსსწავლეებს, რომ საბუნებისმეტყველო
საგნების კარგი ცოდნით, ამ სფეროშიც შეიძლება წარმატებული ბიზნესის კეთება.
2. რა
არის თქვენი კვლევითი კითხვა?
ჩამოაყალიბეთ კვლევითი კითხვა (კვლევითი
კითხვა უნდა ემსახურებოდეს თქვენს ინტერესებს, მიზნებს)
რა კომპეტენციები სჭირდება
მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნებში, რომ ჩასწვდნენ წარმატებული ბიზნესის საიდუმლოებებს
?
3. რა
იცით უკვე კვლევითი კითხვის შესახებ?
საიდან იცით, რა
მტკიცებულება გაქვთ?
რა ჰიპოთეზები გაქვთ?
ძლიერი მხარე:
➢
საჭარმო ადგილობრივ პროდუქციაზე მუშაობს.
➢
მოსახლეობისგან იბარებს ხილს და ამით მოსახლეობას
ასარგებლებს.
➢
დასაქმებული მუშახელიც ადგილობრივია.
➢
ნარჩენებს მოსახლეობაში არიგებს პირუტყვის
საკვებად სრულიად უფასოდ და ამით მოსახლეობაც სარგებლობს.
➢
იყენებს სკოლის მოსწავლეებს მუშახელად.
(შრომის კოდექსის დაცვით)
➢
პროდუქცია მალფუჭებადი არაა.
➢
პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა.
➢
ვფიქრობ, არ შეგვექმნება პრობლემები საწარმოსა
და პროექტის მონაწილე მხარეს ურთიერთ თანამშრომლობაში.
|
➢
მუშაობა საწარმოში სეზონურია.
➢
მცირემოსავლიან წლებში შეფერხებებია მასალის
მოწოდების მხრივ.
➢
საწარმო საჭიროებს გაფართოებას.
➢
მუშახელი უფრო კვალიფიციურია საჭირო.
➢
სასურველია სპეციალური დაზგა-დანადგარებით
აღიჭურვოს საწარმო, რომ ხელით
მუშაობა ჩანაცვლდეს მექანიკურით.
|
შესაძლებლობები:
➢
საწარმოს შეუძლია უფრო მეტი პოტენციალი
განავითაროს.
➢
შეუძლია არა მხოლოდ მიმდებარე სოფლებიდან,
პროდუქციის შეძენა, არამედ რაიონის მასშტაბითაც.
➢
ქონდა რამდენიმე შეკვეთა უცხო ქვეყნებიდან,
ამიტომ შეუძლია რეალიზაცია საზღვარგარეთაც. (ამ მხრივ ბევრია სამუშაო)
|
საფრთხეები/რისკები:
➢
საწარმო ამოქმედდა პროექტ „აწარმოე საწართველოში“-ს
ფარგლებში, ამიტომ ამ პროექტის ვადის ამოწურვის
შემთხვევაში მოუწევთ მესვეურებს დამოუკიდებლად
მუშაობა. (ვფიქრობ ჩვენი რეკომენდაციები
და
მოსწავლეთა დაინტერესება წაადგება სასიკეთოდ.)
|
საწარმო,რომელთანაც თანამშრომლობას
ვაპირებთ, ჩვენსავე სოფელში მდებარეობს და მის შესახებ
ინფორმაცია მოსწავლეებსაც
აქვთ. ის კი არა და, რამდენიმე მოსწავლე თანამშრომლობს ამ საწარმოსთან. მათ კარგად
იციან, რომ ამ საწარმოში მომუშავემ წარმატებისთვის კარგად უნდა იცოდეს საბუნებისმეტყველო
დისციპლინები. წარმატებული ბიზნესისთვის საჭიროა არა მარტო ბიზნესის წარმოების, არამედ იმ სფეროში, რა სახის ბიზნესსაც აწარმოებ,
პროდუქციის მოყვანის, დამზადების, დახარისხების, შეფუთვის და რეკლამირების, ასევე რეალიზაციის
უნარები. ჩვენი სკოლადამთავრებული მოსწავლე ახლა წარმატებით მუშაობს ამ საწარმოს პროდუქციის
რეკლამირებაზე და მოლაპარაკებებს აწარმოებს მსხვილ სუპერმარკეტებთან, გააქვს პროდუქცია
სხვადასხვა გამოფენებზე.
4. რა დამატებითი ინფორმაცია გჭირდებათ იმისათვის, რომ
კვლევით კითხვას პასუხი გასცეთ?
ჩვენი საწარმოს უკეთ გაცნობის მიზნით პროექტის
დასაწყისში ვესტუმრე საწარმოს მესვეურებს, დავუსვი რამოდენიმე შეკითხვა საარმოს წარმატების
საიდუმლოებების შესახებ. რომლის პასუხებს SWOT ანალიზის მიხედვით წარმოგიდგენთ:
5. საიდან, როგორ
შეგიძლიათ მიიღოთ პასუხი?
რა კვლევითი მეთოდები უნდა გამოიყენოთ, რომ
ვალიდური ინფორმაცია მიიღოთ?
საწარმოში ვიზიტისას
გავესაუბრეთ და ინტერვიუ ჩამოვართვით საწარმოს მენეჯერს, ქალბატონ ნონო სამადალაშვილს.
ამისათვის წინასწარ ჩამოვწერეთ რამდენიმე შეკითხვა და გავანაწილეთ მოსწავლეებში როლები:
ვინ იქნებოდა ინტერვიუს წარმმართავი, ჩამწერი და დამკვირვებელი.
მიღებული
ინფორმაციის ანალიზის მიხედვით, ჩვენი სასწავლო მოდულის მიზნებია:
●
მოტივაციის
ამაღლება მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ.
●
საბუნებისმეტყველო
საგნებში ცოდნის დონის ამაღლება.
●
მოსწავლეებში მეწარმეობის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
●
პროფესიის
არჩევაში დახმარება, და წარმატებულ ადამიანებად ჩამოყალიბება.
პროექტის აქტივობებია:
●
წინასწარ
ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა მეთოდით: ინტერნეტით, გამოკთხვით, ინტერვიუთი,
SWOT ანალიზის მიხედვით .
●
იმ
ფიზიკური და ქიმიური პროცესების სიღრმისეული გაცნობა, რაც ვაშლის წვენის და ძმრის წარმოებისას
ხდება.
●
ექსპერიმენტის
ჩატარება მოსწავლეებში სხვადასხვა ვაშლის ჯიშიდან წვენის გამოავლიანობის, გემოვნური და ქიმიური თვისებების შესახებ.
●
ვაშლის
წვენის ხარისხზე მოქმედი ფაქტორების გამოვლენა.
●
მოსწავლეთა
მიერ დღიურის/ჩანაწერების წარმოება ფოკუსირებულ საკითხზე;
●
პროექტის:
„ წარმატებული ბიზნესი ვაშლის წვენებში“ დაგეგმვა,
როლების გადანაწილება, პროექტის ფარგლებში ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა მეთოდით,
დახარისხება, პროდუქციის შეფასება, დაფასოება, რეკლამირება, რეალიზება.
●
პროექტის
პრეზენტაცია ადგილობრივ თემთან და საწარმოს თანამშრომლებთან ერთად.
II
ეტაპი
მოდულის
დანერგვა და „პრაქტიკული კვლევა“
1.
მოდულის
დანერგვა და პარალელურად როგორ დაგეგმოთ პრაქტიკული კვლევის პროცესი?
მოდულის
მიზანი :
●
მოტივაციის
ამაღლება მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ.
●
საბუნებისმეტყველო
საგნებში ცოდნის დონის ამაღლება.
●
მოსწავლეებში მეწარმეობის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
●
საწარმოო
უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა საბუნებისმეტყველო გაკვეთილებზე
●
საბუნებისმეტყველო
საგნებში შეძენილი ცოდნის ტრანსფერი სამეწარმეო საქმიანობაში
●
პროფესიის
არჩევაში დახმარება, და წარმატებულ ადამიანებად ჩამოყალიბება.
პროექტის მსვლელობისას ჩატარებულ აქტივობებს აკვირდებოდა კრიტიკული მეგობარი.
ჩემი კოლეგა). ვახდენდი SWOT ანალიზს, ვაწარმოებდი დაკირვების დღიურს, ვგეგმავდი შეცდომების ინტერვენციის
გზებს.
ზემოთ აღწერილი პროექტის ფარგლებში
სკოლაში გვეწვნენ ილიას უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები, რომლებიც დააკვირდნენ
ლაბორატორიულ პირობებში მოსწავლეთა მიერ ვაშლის წვენის გამოწურვას. მოსწავლეებმა სხვადასხვა
ჯიშის ვაშლიდან გამოწურული წვენის მიხედვით დაადგინეს თვითოეული ჯიშის გამოსავლიანობა,
წვენის ph, გლუკომეტრით გაზომეს ვაშლის წვენში გლუკოზის დონე.მოახდინეს წვენის ჩამოსხმა
სტერილურ ჭურჭელში და სტერილიზაცია, პასტერიზაცია, ახსნეს მათ შორის განსხვავება. მოახდინეს ეტიკეტირება
და შეფუთვა საექსპლუატაციოდ. ამასთანავე გაითავისეს ის ფიზიკური, ქიმიური მოვლენები,
ასევე ბიოქიმიური პროცესები და ცოდნის ტრანსფერი
და ინტეგრაცია.
ამ პროექტის შემდეგ , ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა
და ამერიკის საელჩომ საბუნებისმეტყველო საგნების კაბინეტისთვის ლაბორატორიულინ ჭურჭელი
და სხვა აღჭუევილობა გვაჩუქა. მათ ასევე ადგილზე
ჩაგვიტარეს სადემონსტრაციო ცდები, რითაც გვიჩვენეს
თუ როგორ და რა სახით უნდა გამოგვეყენებინა საჩუქარი. მოსწავლეთა ინტერესი გაცხოველდა
როდესაც მათი გამოყენება დავიწყეთ საგაკვეთილო სწავლებისას.
ასევე მონაწილეობა მივიღეთ ნიკო კეცხოველისადმი მიძღვნილ კონფერენციაში, სადაც მოსწავლეებმა დაამუშავეს
პროექტი გენმოდიფიცირებული მცენარეების და ცხოველების შესახებ, მათ დადებით და უარყოფით
მხარეების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის დასადგენად მოახდინეს ინტერვიუების ჩაწერა, ხალხმრავალ ადგილზე
მოაწყვეს საპროტესტო აქცია გენმოდიფიცირებული პროდუქტების აკრძალვის და ქვეყანაში იმპორტის
შეწყვეტის მოთხოვნით.. ყოველივე ამის შედეგები გაიტანეს კონფერენციაზე. ამ ყველაფერმა
ხელი შეუწყომ მათი ცნობიერების ამაღლებას ამ საკითხის გარშემო და მომავალში ისინი ყურადღებას
მიაქცევენ საკვები პროდუქტების წარმომავლობას და მის ხარისხს.
სკოლაში მოსწავლეთა მოქალაქეობრივი ცნობიერების ასამაღლებლად
და საკუთარი გარემოს სისუფთავის დაცვის მიზნით ვაწყობთ აქციებს „დავასუფთაოთ გარემო“. მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციას პოლიეთილენის
დაშლის შესახებ ნიადაგში და ითავისებენ ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობას.
ზემოთ აღნიშნულ აქტივობებისას მივმართე მოსწავლეებზე ჩართული დაკვირვების საწყის ფორმას, როგორიცაა აღწერითი დაკვირვება, რომელიც დამეხმარა დაკვირვების ფოკუსის დადგენაში.
კერძოდ, დავიწყე ახალი მიდგომების შესაბამისად გაკვეთილებზე მოტივაციის და აზროვნების
გასავითარებელი სტრატეგიების გამოყენება: შევიტანე გაკვეთილის ფაზების შესაბამისი კოგნიტური
სქემები, მივახდინე მათი მოდელირება, მივეცი მოსწავლეებს ნათელი და მკაფიო ინსტრუქციები
და დავიწყე დაკვირვება, რამდენად იმოქმედა სქემებზე მუშაობამ მოსწავლეთა მოტივაციასა
და ჩართულობაზე, რა სიძნელეების წინაშე აღმოჩნდნენ, რა გაუადვილდათ, რა გაუძნელდათ,
გაკვეთილის რომელ ფაზაზე იყვნენ უფრო აქტიურები, რამდენად შეძლეს ახალი მასალის გაგება-გააზრება,
რა როლი ითამაშა ამაში მიწოდებულმა ინსტრუქციებმა და ა, შ. ანუ, ზოგადად ვაკვირდებოდი
პროცესებს და ვემზადებოდი დაკვირვების მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად, როგორიცაა ფოკუსირებული დაკვირვება.დაკვირვების შედეგები:
ფოკუსირებული
დაკვირვებისას ჩემი შესწავლის ინტერესს წარმოადგენდა, თუ რამდენად განუვითარდათ მოსწავლეებს
სააზროვნო უნარები. დავიწყე დაკვირვება და
3 თვის განმავლობაში ყოველდღიურად აღვრიცხავდი შედეგებს. ამ მიზნით დავამზადე
მონიტორინგის რვეული და თითოეულ მოსწავლეზე შევადგინე ინდივიდუალური დაკვირვების ფორმა.
მარტივი მონიშვნებით ადვილად ვახერხებდი დაკვირვების შედეგების დაფიქსირებას:
მოსწავლე: (სახელი და გვარი)
1-
მაღალ დონეზე გამოავლინა 2- საშუალო
დონეზე გამოავლინა 3- საჭიროებს გაუმჯობესებას
თვე და რიცხვი
|
ვარაუდების გამოთქმა
|
ცდის, ექსპერიმენტის ჩატარება
|
შემოქმედებითობა
|
საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
|
დასკვნების გაკეთება
|
არგუმენტირებული მსჯელობა
|
პროგრესის მონიტორინგი
(ჯამური ქულა)
|
ფოკუსირებული დაკვირვების შედეგების გაანალიზებამ მიჩვენა, რომ ინსტრუქციების
ნათლად და თანმიმდევრულმა მიცემამ მნიშვნელოვნად
გააუმჯობესა მოსწავლეთა მოტივაცია ამ საგნებისადმი, სააზროვნო და კვლევითი უნარები,
გაიზარდა მათი ინტერაქციის ხარისხიც.თუმცა სააზროვნო უნარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებაში,
როგორიცაა შემოქმედებითობა, ბავშვებმა ყველაზე დაბალი შედეგები დააფიქსირეს.
ამიტომ გადავედი დაკვირვების მომდევნო
ფაზაზე, როგორიცააშერჩევითი დაკვირვება.
ამჯერადჩემი ამოცანა იყო მხოლოდ მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებზე დაკვირვება.
11.
ინტერვენციის შედეგები:
კვლევის პროცესში ჩემი
ინტერვენცია იყო მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული. მოსწავლეებზე ჩართული დაკვირვების პროცესში შევძელი პასუხი
გამეცა კვლევის დასაწყისში ჩემს წინაშე არსებულ კითხვებზე:
·
ბავშვებს
აზროვნების აქტივაციაში ეხმარება სოკრატული მეთოდი, სწავლა კეთებით, თანამშრომლობით
სწავლა, კოგნიტური სქემები;
·
მათთვისკრიტიკულიაზროვნებისუნარისჩამოსაყალიბებლადმასწავლებელითავადუნდა იყოს ღიაკრიტიკისათვის, მოსწავლეებსარახვევდეს თავსსაკუთარაზრს, აძლევდესმათსაშუალებასიმსჯელონ, გააანალიზონდაშეაფასონმათივე გამოთქმულინებისმიერიმოსაზრება, თუნდაც არასწორი;
·
მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარის განვითარებაში ეხმარება წახალისება, რეალისტური და მიღწევადი
მიზნების დასახვა, რათა თავადმოიფიქრონ მოქმედებისგეგმა, გამოცადონისდაგამოძებნონსაკითხისგადაჭრისგზა.
·
ბავშვებმა
რომ უკეთ გააანალიზონ ის, რაც უკვე იციან, მასწავლებელმა უნდა დასვასსწორადფორმულირებულიღიაკითხვები,რომელიც უბიძგებსმათ საკითხისგაანალიზებისა და აზრებისშეჯერებისკენ;
·
მიღებული
ინფორმაციის დანაწევრებასა და ორგანიზებაში ბავშვებს ეხმარება სწავლა კეთებით;
·
მთელისა
და დეტალების ურთიერთმიმართების დადგენაში მოსწავლეებს ეხმარება კოგნიტური დიაგრამები;
·
ბავშვებს
რომ უბიძგოს ნასწავლის შეფასებისკენ, მასწავლებელი უნდა იყოს აქტიური მსმენელი, მიმართოს
სკაფოლდინგის საჭირო საფეხურს, წაახალისოს მოსწავლე საკუთარი დამოკიდებულების ღიად
გამოხატვაში.
12.
დასკვნები და რეკომენდაციები:
დასკვნები:მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით სასურველია სასწავლო პროცესში გაიზარდოს კეთებით
სწავლების წილი, რაც გააღრმავებს საგნისადმი ინტერესს.
პრაქტიკის კვლევამ მე
როგორც მასწავლებელს საშუალება მომცა ერთის მხრივ მომეხდინა პრობლემის იდენტიფიცირება
და მეორეს მხრივ დამეგეგმა მის მოსაგვარებლად გარკვეული ჩარევები/ინტერვენციები. შედეგად
ü დავინახე პრობლემის გამომწვევი მიზეზები;
ü დავსახე პრობლემის მოგვარების გზები. შევიმუშავეთ ინტერვენციები.
ü კოლეგებთან ერთად შევიმუშავე სამომავლო რეკომენდაციები.
ü
რეალურად
დავინახე კავშირი კვლევის მიზანს, კვლევის
მეთოდებსა და მონაცემთა ანალიზის შედეგებს შორის;
ü
დავხვეწე
კვლევის დაგეგმვისთვის საჭირო უნარები.
შედეგები განვიხილე
კათედრასთან ერთად რეკომენდაციები, რომელიც ვფიქრობთ, რომ გამომადგება მეც და ყველა
დაინტერესებულ პირს, ვისაც ამ კლასებში მუშაობა.
რეკომენდაციები:
·
მოსწავლეებში
სწავლის მოტივაციის გაზრდის მიზნით, თემების მიხედვით დაიგეგმოს დამატებითი კლასგარეშე
აქტივობები. მაგ ექსკურსია „ექსპერიმენტარიუმში“, მუზეუმებში, ბოტანიკურ ბაღში და ა.შ.
·
ბუნებისმეტყველების
გაკვეთილებზე გაიზარდოს ამოცანებზე მუშაობის წილი და გამოყენებულ იქნას მრავალფეროვანი
ამოცანები.
·
შემაჯამებელ
დავალებებში გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ტიპის დავალებები, რათა უფრო გაადვილდეს
მოსწავლეთა შეცდომების იდენტიფიცირება.გაკვეთილებზე
გამოყენებულ იქნას მრავალფეროვანი რესურსი.
·
გაიზარდოს გაკვეთილზე პრაქტიკული სამუშაოების წილი.
ჩემ მიერ განხორციელებული კვლევა აღმოჩნდა შედეგიანი. ამას ხელი შეუწყო
არსებული პრობლემის სწორად იდენტიფიცირებამ. საკვლევი თემა აქტუალურია მთელი სკოლისთვის.
ჩემი მიზანი იყო გავცნობოდი საბუნებისმეტყველო საგნებისადმი დაბალი ინტერესის მიზეზს, ინტერვენციების დაგემვა და ჩატარება. რათა დავხმარებოდი
მოსწავლეებს სააზროვნო და კვლევითი უნარების
განმტკიცებაში. კვლევის განმავლობაში მიღებულ შედეგებზე და მიგნებებზე დაყრდნობით,
გავაკეთე სათანადო დასკვნები, რომელიც დამეხმარება მომავალში ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის
გაუმჯობესებაში. დიდი სურვილი მაქვს ამ ნაშრომზე მუშაობის შედეგად დაგროვილი ჩემი გამოცდილება
გაიზიარონ ჩემმა კოლეგებმა, რათა მათ სწავლება, მოსწავლეებს კი სწავლა კიდევ უფრო გაუადვილდეთ.
კვლევის შედეგად მიღებული გამოცდილების
კოლეგების პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, მზად
ვარ მათთან აქტიურად ვითანამშრომლო, მათივე სურვილის შემთხვევაში, ერთობლივად დავგეგმოთ
და ჩავატაროთ გაკვეთილები და მუდმივად ვიზრუნოთ ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მოტივირებული,
კონკურენტუნარიანი, მოაზროვნე, ინტელექტუალური პიროვნებების ჩამოყალიბებისათვის, რომელთაც
ეყვარებათ და დააფასებენ ბუნებას, დაიცვავენ სისუფთავის, უსაფრთხოების, ეთიკის წესებს.
შეეძლებათ აქტუალური სკითხის წმოჭრა, კვლევა და კვლევის შედეგების სხვადასხვა სახით
პრეზენტირება.
13.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.
გორგოძე ს. ბოჭორიშვილი მ. (2013) ,,ვისწავლოთ და ვასწავლოთ კრიტიკული და შემოქმედებითი
აზროვნება“ თბილისი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი;
2.
მელიქიშვილი მ. (2012) ,,სწავლის სოციალურ-კოგნიტური
თეორია“ თბილისი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;
3.
ჯანაშია ს. ბერძენიშვილი თ. (2007) ,,როგორ ვასწავლოთ
მოსწავლეებს აზროვნება“ თბილისი, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი;
4.
ჯანელიძე ა. ლაბარტყავა ნ. (2014) ,,მასწავლებლის წიგნი“
თბილისი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;
5.
ინტერნეტ-რესურსი: ,,სააზროვნო უნარების განვითარების
ეფექტიანი სტრატეგიები“, 10. 01. 2017,
http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/saazrovn%20unarebi.pdf
დანართი:
ეთიკური ნორმების
დაცვის უზრუნველსაყოფი ფორმა:
ქალბატონ/ბატონ -------------------------------
ვაწარმოებ კვლევას მოსწავლეთა საბუნებისმეტყველო საგნებისადმი
მოტივაციის ამაღლების, კვლევის და ექსპერიმენტების ჩატარების უნარების განვითარების
შესახებ. გთხოვთ დამიდასტუროთ ხელმოწერით, რომ თანახმა ხართ, კვლევის ფარგლებში, ვაწარმოო
თქვენს შვილთან----------------------------- ინტერვიუ და ანკეტირება.
პატივისცემით: თამარ ბერიძე
მშობლის ხელმოწერა----------------------
Комментариев нет:
Отправить комментарий