საკონფერენციო თემები

კრეატიული სასწავლო რესურსებით ქიმიის სწავლების გაუმჯობესება
                                 ავტორი: თამარ ბერიძე.
                                                                                          ქვემო სობისის სკოლის ქიმია- ბიოლოგიის პედაგოგი.
 დღევანდელი ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევებით თითქოს რთულია დააინტერესო და გაკვეთილზე ყურადღებით ამყოფო მოსწავლე, რომელიც გარშემო უამრავი ინფორმაციის ცენტრშია და ის მონოტონური და ერთფეროვანი გაკვეთილები ხშირად გაუსაძლისია მათთვის და ამიტომ ეძებენ გამოსავალს გართობაში და ასეთი საქციელით ხშირად ინტერესს აკარგვინებებენ იმ კეთილსინდისიერ მოსწავლეებსაც, რომლებიც სისტემატიური და ორგანიზებული სწავლით ცდილობენ გაიფართოონ ცოდნა და ამ ცოდნით მიიღონ პროფესია, შეიქმნან ნათელი მომავალი.
   ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი პიროვნების მიღმა იმალება ამოუცნობი ფენომენი, ნიჭი, რომლის აღმოჩენა და განვითარება მასწავლებლის ხელთაა. ხშირად ყველაზე ცელქი და მოუსვენარი მოსწავლის მიღმაა ის გენიოსი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მრავალი ადამიანების ცხოვრების პირობები. ამიტომ ჩვენ, მასწავლებლებს დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული კაცობრიობის წინაშე.
   არაფერია მასწავლებლისთვის იმაზე ბედნიერება, როდესაც ისეთ მოსწავლეს დააინტერესებ და სწავლის განწყობაზე მოიყვან, რომელზეც თითქოს ყველას ხელი ქონდა ჩაქნეული. ასეთი მოსწავლის სახეზე გამოხატული კმაყოფილებაც ადვილად შესამჩნევია და მისი აღმოჩენებით სწავლის სიხარულიც გადამდებია.
    ყოველივე ამის გამო მინდა ჩემი მოკრძალებული გამოცდილება გაგიზიაროთ და მსურს დაგარწმუნოთ, რომ ამაში შეუძლებელი არაფერია. ამასთან, მინდა ავღნიშნო, რომ შეუძლებელი არაფერია და არც დიდი ფინანსური რესურსებია ამისთვის საჭირო. ოცდამეერთე საუკუნეში მსოფლიო კატასტროფული სიჩქარით ვითარდება, მაგრამ ამის მიუხედავად საქართველოს მრავალ სკოლაში, მათ შორის გორის რაიონის სოფელ სობისის საჯარო სკოლაშიც სასწავლო რესურსების სიმცირეს განვიცდით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ახალი აშენებულია.
     უნდა აღინიშნოს რომ ქიმია ამ მხრივ ყველაზე რთულ სიტუაციაში ჩავარდა. როგორც ზეთისხილი, ის ან ძალიან უყვართ და უმისოდ ვერ ძლებენ, ან კი დასანახავად ვერ იტანენ. ქიმია კი უფრო მეორე კატეგორიაშია. იქამდე მივედით, რომ ერთ-ერთმა მოსწავლემ ისიც კი მითხრა“მასწავლებელო, ვერ ვხვდები, რამ გაიძულათ ქიმიის პედაგოგი გამოსულიყავითო?“  ამ გარემოებებმა მიბიძგა თავად შემექმნა ახალი რესურსები,  რომლებიც რეალურად  იმუშავებდა და მოსწავლეთა ინტერესს აამაღლებდა. რესურსი მით უფრო ღირებულია, როცა მას მხოლოდ მასწავლებელი კი არ ქმნის, არამედ მთლიანად კლასის მოსწავლეები არიან ჩართული. ასეთი პირველი რესურსი იყო მენდელეევის პერიოდულობის სისტემა, რომელიც თითოეული ელემენტის შესახებ უფრო მეტს მოგვითხრობდა, ოღონდ ინფორმაციის მოძიება მოსწავლეებს მივანდე.მანამდე მოსწავლეთა მშობლების დახმარებით შევკარით ხის დიდი ჩარჩო, სადაც მავთულებზე ავასხით პლასტმასის ფირფიტები, რომლებიც ელემენტის თვისებებიდან გამომდინარე სხვადასხვა ფერის ქაღალდით შევფუთეთ და წარწერების გავუკეთეთ.უკანა მხრიდან კი ჯიბე დავატანეთ, სადაც ამ ელემენტის შესახებ ინფორმაციას შევინახავდით. მოსწავლეებს უნდა სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან ( წიგნები, ენციკლოპედიები, ჟურნალ-გაზეთები, ინტერნეტი) მოეძიებინათ ელემენტის გავრცელებულობის, ფიზიკური და ქიმიური თვისებების, იზოტოპების, ამ ელემენტის შემცველი ნაერთების გამოყენების შესახებ ინფორმაცია. მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და უფრო სახალისო რომ ყოფილიყო,  შევთანხმდით, გოგოები მოიძიებდნენ ინფორმაციას არამეტალების შესახებ, ვაჟები კი- მეტალების შესახებ. მოპოვებულ ინფორმაციას მასწავლებელთან შეთანხმებით დაახარისხებდნენ და ბარათებზე განათავსებდნენ, ამ ბარათებს კი მენდელეევის ტაბულის თვითოეული ელემენტისთვის გამკუთვნილი მოძრავი გრაფის უკანა ჯიბეში ჩავალაგებდით და შევეცდებოდით ასე შეგვევსო ტაბულაც და ცოდნაც მათ შესახებ. ხშირად მოსწავლეების მიერ მოტანილი ინფორმაცია ჩემთვისაც ახალი და საინტერესო იყო. ასე ერთად და ურთიერთთანამშრომლობით დავეხმარეთ ერთმანეთს ცოდნის გაღრმავებაში.          რაც მთავარია, ეს ყველაფერი სახალისოდ და დაუძალებლად, თავისთავად ხდებოდა.
     ამას თან დაერთო კონკურსი, რომელშიც გადავწყვიტეთ მონაწილეობის მიღება. კონკურსის ერთ ერთი დავალება იყო გაგვეშიფრა ტექსტი, რომელიც შვიდსართულიანი სახლის 110 მცხოვრებლებს შეეხებოდა და მათი მეზობლობლური ურთიერთობების გამოცნობა და სადარბაზოებად დალაგებას შეეხებოდა.
     როდესაც ეს დავალება მოსწავლეებს წავუკითხე, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა, მათ ერთხმად დაიძახეს, რომ ეს სახლი მენდელეევის ტაბულაა და 110 მცხოვრები კი ქიმიური ელემენტებიაო. შემდეგ სათითაოდ გავშიფრეთ თვითოეული მათგანი. ამ პროცესში წავაწყდით სიძნელეებსაც. მაგალითად, ვერაფრით ვერ ვხვდებოდიტ ვინ იყვნენ მამა შვილი ელემენტები და სად მდებარეობდნენ ტაბულაში. რა არ ვცადეთ. ბოლოს სხვა გზა არ დაგვრჩა და ფეისბუქზე დამეგობრებულ ვირტუალურ მეგობარს- ილიაუნის ასოცირებულ პროფესორს, ქალბატონ ქეთევან კუპატაძეს მივწერე შეკითხვა. პასუხი რამდენიმე დღის ძიების შემდეგ მოგვწერა. თურმე ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ტანტალუსი და ნიობიუმი ყოფილან მამა შვილი და მათი სახელობის ელემენტები არსებობენ მენდელეევის ტაბულაში. (ამისთვის დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევანს.)ამ კონკურსის წყალობით უფრო მეტი გავიგეთ ინერტული აირების შესახებაც.
    ეს რესურსი მრავალჯერადი გამოყენებისაა და თანაც მეამაყება, რომ არსად არ მინახავს მისი ანალოგი. ყოველი ახალი კლასი, რომელიც იწყებს ტაბულის შესწავლას ახლიდან ავსებს მას.



        მინდა მეორე რესურსზეც მოგითხროთ, რომელიც ასევე სახალისოს ხდის ქიმიაში რამდენიმე თემას.  მისი გამოყენებით ადვილად და ინტერესით სწავლობენ ნაერთთა კლასებს, ელექტროლიტურ დისოციაციას და მარილთა ჰიდროლიზს, ასევე ქიმიური ფორმულის წერას და ქიმიური რეაქციების გათანაბრებას. ეს რესურსი ქიმიური დომინოა, რომლის შექმნის იდეაც ხსნადობის ტაბულიდან დამებადა. მოგეხსენებათ ხსნადობის ტაბულაში ზედა ჰორიზონტალურ ხაზზე მეტალთა კათიონებია გამოსახული, ხოლო ვერტიკალურზე კი მჟავას ნაშთის ანიონები. მუყაოს ქაღალდზე დომინოს ზომის ფიგურები გამოვჭერი და ერთ მხარეზე  კათიონები დავწერე ლურჯი ფლორმასტერით, თავისი ჟანგვის რიცხვით, ხოლო მეორე მხარეზე კი მჟავას ნაშთის ანიონები თავისი ჟანგვის რიცხვით. ასევე ანიონებში გავურიე ჰიდროქსო იონები, ჟანგბადის ორუარყოფითიანი იონი და კათიონებში კი წყალბადის იონები.
           პირველი გამოყენებისას ნაერთთა კლასებში მოვსინჯე და გაამართლა. მოსწავლეები ადვილად მიხვდნენ რომ მეტალის კათიონთან მჟავას ანიონი მარილს გვაძლევდა, ჟანგბადთან- ოქსიდს, ხოლო ჰიდროქსო-იონთან ჰიდროქსიდს, ასევე მჟავას ნაშთი წყალბადთან მჟავას. თამაშს ის ახალისებდა, რომ როგორც ნამდვილ დომინოს თამაშისას მოსწავლე ქულებს იწერდა, სწორად თუ შეადგენდა და დაასახელებდა ნაერთს- 10  ქულა, თუ სწორად შეადგებდა ფორმულას და ვერ დაასახელებდა-5 ქულა. და თუ ვერ შეადგენდა სწორად და ვერც ნაერთის ჯგუფს ან სახელს დაასახელებდა-0 ქულა.
       უფრო აზარტული გამოდგა დომინოს შეტანა და ქულების დაწერა ხსნადობის ტაბულის გამოყენებით. თუ მოსწავლე ნალექს წარმოქმნიდა და დაასახელებდა -10 ქულა,  მცირედხსნადი ნაერთისას-5 ქულა. ხოლო ხსნადისას ქულა არ ეწერებოდა და ამიტომ ცდილობდნენ არა მარტო ნალექი მიეღოთ, არამედ სეთი ქვა დაედოთ შემდეგი მოთამაშესათვის, რომ მას ვერ დაეწერა ქულა.
      დომინო ჟანგვის რიცხვის გაგებაშიც დაეხმარათ და ნალექების თავისდაუნებურად დამახსოვრებაშიც. ასევე ადვილად გაიგეს მისი დახმარებით ელექტროლიტური დისოციაციაც.


  

საინტერესო ექსპერიმენტი იყო ასევე ინდიკატორის დახმარებით ცისარტყელას ფერების მიღებაც. ამ დავალებისთვის რომ თავი წარმატებით გაერთვათ მოსწავლეებს, ამისათვის კარგად უნდა გაემეორებინათ როგორც ნაერთთა კლასები, ასევე მჟავების და ფუძეების ინდიკატორთან მოქმედებისას ფერის ცვლილება. ასევე საკუთარი რესურსებით უნდა დაემზადებინათ ბუნებრივი ინდიკატორი წითელი კომბოსტოს სპირტხსნარისაგან. ის ფაქტი, რომ სკოლაში არ გვაქვს ქიმიის ლაბორატორიაში საკმარისი რეაქტივები, ასევე ინდიკატორები, კიდევ უფრო ართულებდა საქმეს, მაგრამ მოსწავლეთათვის ეს გამოწვევა იყო უფრო აზარტული და უფრო ფართო ცოდნის მიღების წყარო. რადგან მათ თავად მოუწიათ საკუთარი ხელით დაემზადებინათ და წინასწარ ევარაუდათ მოსალოდნელი შედეგები. ჯგუფის აზრი ორად გაიყო: ნაწილი ფიქრობდა , რომ ინდიკატორი წითელი კომბოსტოსგან უფრო ეფექტური იქნებოდა, ნაწილი კი- მღიერების ნახარშზე აკეთებდა არჩევანს.  ვთხოვე ორივე დაემზადებინათ  და  ცდით გაერკვიათ მათი ეფექტურობა. აღმოჩნდა, რომ წითელი კომბოსტოს ინდიკატორი ჯობდა, მით უმეტეს ცისარტყელას ფერებში იასამნისფერიც ხომ ურევია და იქაც გამოიყენებდნენ მას. ასევე წინასწარ განსაზღვერეს, რომ მჟავაში ინდიკატორი წითლდება, ხოლო ტუტეში კი ლურჯდება. ცოტა გაუჭირდათ მწვანე ფერის მიღება, რადგან ვიცით, რომ მწვანე ფერი  ქრომის ოქსიდს აქვს, მაგრამ ლაბორატორიაში იგი, როგორც მრავალი სხვა არ გვაქვს. ამიტომ მწვანე ფერი  მცენარის მწვანე ფოთლების სპირტხსნარისგან მიიღეს. საბოლოო ჯამში მონდომებამ შედეგი გამოიღო და დავალებას თავი წარმატებით გაართვეს, თან ცოდნაც გაიფართოვეს და ლაბორატორიაში ქცევის წესებიც გამოიმუშავეს.
გთავაზობთ ამ დავალების პრეზენტაციის ვიდეოს ელექტრონულ მისამართს:  https://drive.google.com/drive/my-drive
 
         იგივე თემას ეხმიანებოდა მეშვიდე კლასში  პროექტი:  საკვებ და სასმელ პროდუქტებში მჟავა ტუტიანობის განსაზღვრა და მათი PH შკალაზე განთავსება. ამისათვისაც მინიმალური რესურსები დაგვჭირდა: სკოლის ლაბორატორიიდან მხოლოდ უნივერსალური ინდიკატორი, მჟავა და ტუტე გამოვიენეთ. მოსწავლეებმა კი სახლიდან მოიტანეს სხვადასხვა გაზირებული სასმელი: კოკა-კოლა, სპრაიტი, ლიმონათი, ბორჯომი, საკანალიზაციო საწმწნდი სითხე, სასმელი სოდა, კირი, ასებე ვაშლი ლიმონი და სხვა.თვითოეული ბოთლიდან ავიღეთ სინჯები და ინდიკატორის ქაღალდის საშუალებით დავადგინეთ მისი რეაქცია და PH შკალაზე განვათავსეთ ხარისხების მიხედვით. პროექტის მეშვეობით მოსწაბლეებმა ნათლად დაინახეს თუ რა მჟავე რეაქცია აქვს კოკა-კოლას და ლიმონათს, ასევე რა ტუტე რეაქციისაა საკანალიზაციო გამწმენდი სითხე. თავადვე აღნიშნეს, რომ ამის შემდეგ კოკა-კოლას აღარ დალევენ და ფრთხილად იხმარენ საწმენდ ხსნარებს.
     ვფიქრობ ასევე პროდუქტიული იყო ასევე ნაერთთა კლასების და მათი ურთიერთდამოკიდებულების განმსაზღვრელი ტაბულის შექმნა. მოსწავლეთა დახმარებით შევქმენით ნაერთთა კლასების ტაბულა, სადაც სხვადასხვა ფერები მივანიჭეთ თვითოეულ კლასს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ მეტალებს ბიჭები დავარქვით და მათი ოქსიდებიც ლურჯ ფერად დამოვყავით, აქვე აღვნიშნეთ ამფოტერული მეტალებიც. არამეტალის ოქსიდები კი როგორც გოგონები- წითლად აღვნიშნეთ და აქვე განვმარტეთ მათი თვისებებიც როგორც ღმერთს დაუწესებია, რეაქცია ბიჭებსა და გოგოებს შორის ხდება ხოლმე, ამიტომ მეტალის ოქსიდები რეაქციაში შედიან არამეტალის ოქსიდებთან და იბადება მარილები. რადგან ფუძეებიც მეტალთან დაკავშირებული ჰიდროქსო  ჯგუფისაგან შედგება, ისინიც მამრობით სქესში გავიყვანე და მჟავები კი მდედრობითში, რადგან არამეტალური მჟავური ნაშთისაგან შედგებოდნენ და მათ შორისაც  რეაქციით მარილების მიღება შეიძლება. ასევე სქემის დახმარებით მოსწავლეები თვალს აჩვევენ და უნებურად იმახსოვრებენ ფუძეებს, რომლებიც შემთხვევით არ ამირჩევია ლურჯი ფერის. PH შკაალაზე უნივერსალური ინდიკატორით მოქმედებისას მჟავები წითლდება და ტუტეები კი ლურჯდება, ხოლო მათ შორის ნეიტრალიზაციის შემდეგ მიღებული მარილი მწვანე ფერს აძლევს უნივერსალურ ინდიკატორს.
სქემის სარგებლიანობა სულ ახლახანს სკაიპითაც გამოვცადე, როდესაც ერთ-ერთ მოსწავლეს სტოკჰოლმში  ავუხსენი სკაიპით გაგზავნილი სქემის სურათის მიხედვით ნაერთთა კლასები და მათი ქიმიური თვისებები.
აქვე ადგილის ეკონომიის მიზნით მეტალთა აქტივობის მწკრივიც დავიტანე, რათა გაადვილდეს გაგება რომელი მეტალი გამოაძევებს წყალბადს მჟავებიდან და  სხვა მეტალს მისი მარილებიდან.
სქემას თან ახლავს ნაერთთა კლასების ზოგადი ფორმულები და გაფორმებულია სახალისოდ.

         


       მნიშვნელოვანი ცოდნა შემატა მოსწავლეებს პროექტმა „კრისტალის გამოზრდამ“.  ამ პროექტში ერთობლივად რამდენიმე კლასის მოსწავლეები ჩავრთე და შევაჯიბრე ვინ უფრო დიდ კრისტალს გამოზრდიდა. ამისათვის სახლიდან მოვატანინე შაბიამნის ფხვნილი და მისგან ნაჯერი ხსნარები დავამზადებინე მაღალ ტემპერატურაზე და გამოკრისტალებული ნამცეცებიდან უფრო დიდი და ლამაზი  კრისტალი ძაფით ახალ გაფილტრულ ხსნარში ჩავკიდეთ. მოსწავლეები ყოველი დღის დასაწყისში შემოდიოდნენ ლაბორატორიაში და ინტერესით აკვირდებოდნენ თავისი კლასის კუთვნილი კრისტალის ზრდას. ამ პროექტმა მოსწავლეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო გაზარდა და შეკრა კლასები. ასევე დამეხმარა ქიმიაში უკეთ გაეგოთ ნაჯერი და უჯერი ხსნარების თვისებები. საკუთარი დაკვირვებით მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ხსნადობაზე მაღალი ტემპერატურა დადებითად მოქმედებს. ასევე ააკვირდნენ სუფრის მარილის ხსნადობის დამოკიდებულებას ტემპერატურაზე და გამოიტანეს დასკვნა, რომ მოცემული მარილის ხსნადობაზე ტემპერატურის მატებას გავლენა არ აქვს. თანაც ეს პროექტიც  მინიმალურ რესურსებს მოითხოვდა და ისიც მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იყო სახლის პირობებში, რადგან სოფელში შაბიამანს მცენარეების შესაწამლად ხმარობენ. აქვე გაიგეს, თუ რატომაა შაბიამნის ჰიდრატირებული კრისტალები ლურჯი.  გახურებისას რატომ თეთრდება და წყლის დასხმისას კი ისევ ლურჯდება.


         მისასალმებელია სკოლებში ინტერნეტის ჩართვა და ადგილზე მოძიება სხვადასხვა ვიდეორესურსების, რომელიც დიდ შეღავათს გვიწევს მწირი ლაბორატორიის ფონზე, მაგრამ ინტერნეტის ხარისხი ჯერაც ძალზე დაბალია და ამიტომ ერთი ცდის შესახებ ვიდეოს მოძიება და მოსწავლეებისთვის ჩვენება, ხშირად მთელ გაკვეთილს მაკარგვინებს. ამასთან, კომპიუტერები მხოლოდ ერთ ოთახშია და ხშირად  დაკავებულიც, რაც ყოველთვის მათ გამოყენებას ზღუდავს.  ამიტომ წინასწარ ვიძიებ ინფორმაციას სახლში, ვიწერ ფლეშკაზე და სკოლაში გაკვეთილზე საჭირო დროში ვუჩვენებ.  ხშირად ისეთ ცდებს ვიხილავთ, რომელიც ჩემთვისაც უცხო იყო და ურთიერთთანამშრომლობით განვიხილავთ, ვცდილობთ ჩავწვდეთ არსს და ვწერთ შესაბამის რეაქციებს. მე არასდროს არ ვცდილობ დავანახვო მოსწავლეებს რომ ყველაფრის მცოდნე ვარ. მინდა თვითონ ეცადონ გაერკვნენ და გამარკვიონ
ასევე წარმატებით ვიყენებ უნივერსიტეტების პროფესორ ლექტორების საჯარო ლექცია- გაკვეთილებს და ამით უფრო ვუღრმავებ ცოდნას და ინტერესს ამ მეტად ლამაზი საგნის მიმართ.
ახლა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მოსწავლეები თუ ქიმიკოსები არ გამოვლენ, იმას მაინც არ მეტყვიან,“ რამ გაიძულათ ქიმიის მასწავლებელი  რომ გამოხვედითო.“


გამოყენებული ლიტერატურა :   რადგან ზემოთ ჩამოთვლელი რესურსები ჩემეულია, ამიტომ                                    არ დამჭირვებია დამხმარე ლიტერატურა.                                    
r                                              




  resume
Nowadays,in 21 century,it is difficult to make child interested while lesson takes place, because there are too many information around them and lessons are boring for them, cannot keep calm, so they start entertaining and bother other pupils, who want to study and listen to teacher…That is why I want to share my experience, as I think it is possible to solve this problem with cheap resources. The  resource is valuable only when it is created by whole class. I chose Mendeleev system as my first resource, which is valuable,because each cell has it’s information  in pocket,behind it.Every pupil was asked to search an information on the internet or in the books.  Now I want to tell you about my second resource, which makes funny some themes of chemistry. Pupils are more interested, they easily study formulas, reactions and so on. This resource  is chemical domino.I cut figure of cardboard, like  domino, on the one side I wrote cations with blue pen and on the second side-anions with red pen. I created a new game , which needs chemical education and domino rules. I think my another invention is also fruitful, this is device, where metals are red ,nonmetals are blue and ‘salts’-green.It helps children to remember easily. I have  tested it recently with my pupil from Stocholm  by skype whom I teach.
 New project about crystals  involved pupils and made them interested. I made competition, where pupils competed each other with their results…their  task was to grow crystal .I am pleased, that our school has an internet and we can get any information in class, but it needs increase, because it takes the whole lesson to show pupils something.
In the end, I  am sure my learning methods  are fruitful  and  I will get good result.


Комментариев нет:

Отправить комментарий