გაკვეთილის მთავარი თემა
|
ორგანიზმის შინაგანი გარემო სისხლის შედგენილობა და ფუნქციები
|
საგანი/პედაგოგი
|
ბიოლოგია/თამარ
ბერიძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საბაზო/8კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
3 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროების მიდგომების მქონე მოსწავლეები არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გაეცნონ ორგანიზმის შინაგან გარემოს, სისხლის შედგენილობას და ფუნქციებს, რაც საშუალებას მისცემთ გამოიყენონ ცოდნა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში
|
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
|
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
|
წინარე ცოდნა
|
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ვაფასებ დაკვირვების, ტაბულების, ცხრილების, სქემების აღწერის დამონაცემთა ანალიზის შედეგებს.
ვაფასებ ტესტითაც.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
მოსწავლის წიგნი, დაფა, ცარცი, ტაბულები, კომპიუტერი და ელექტრონული პრეზენტაცია
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
საორგანიზაციო ნაწილი-2წთ.
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა
აქტივობა 1 _
გაკვეთილი დაიწყება მაპროვიცირებელი კითხვით: დაასახელე სისხლის შენთვის ცნობილი ფუნქციები?
მიღებული პასუხები თეზისების სახით ჩამოიწერება დაფაზე, რაც გამოიწვევს მოსწავლეთა მოტივაციას.-3წთ
გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 2 -სისხლის პლაზმის შედგენილობის გასაცნობად მოსწავლეებს ვთხოვ დააკვირდნენ ცხრილს. აქვე ვეუბნები, რომ სისხლის პლაზმის შედგენილობა შედარებით მუდმივია. ამ ფაქტის ასახსნელად ვუსვამ კითვას: ახსენით, რატომ? -5 წთ.
აქტივობა 3 -
ილუსტრაციის გამოყენებით ვასახელებ პლაზმაში შეწონილ ფორმიან ელემენტებს. ამის შემდეგ მოსწავლეები შეასრულებენ ინდივიდუალურ სამუშაოს: სურათის მიხედვით აღწერონ სისხლის უჯრედები.დეტალურად გაეცნობიან ჟანგბადის ტრანსპორტირებას ჰემოგლობინის საშუალებით.-5 წთ
აქტივობა 4 -
პროექტორის
საშუალებით ვასმენინებ ვიდეოს, სადაც სისხლის მიმოქცევის და გულის აგებულების,
მისი მუშაობის პრინციპს ეცნობიან. ასევე მეორე ვიდეო რგოლის მეშბეობით ეცნობიან სისიხლის
იმოქცებას და მის დაღვევებს.
ვსვამ პრობლემურ კითხვებს და ვაწყობთ დისკუსიას:
1. , რა
განსხვევებაა ვენურ და არტერიულ სისიხლს შორის?
2. რატომაა
საჭირო სისხლის მიმოქცევის ორი წრე?
3. რატომაა საჭირო გული?
4. რა განსხვავებაა ვენებს, არტერიებსა და
კაპილარებს შორის?
5. როგორი
სისხლდენა არსებობს და რა დახმარებაა საჭირო ამ დროს?
გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია
აქტივობა 5-მოსწავლეებს ვთავაზობ სისხლის გადასხმის სქემას-ვუსვამ კითხვას: დააკვირდით სქემას და უპასუხეთ რომელი ჯგუფის სისხლი შეიძლება გადაესხას უსაფრთხოდ სისხლის ნებისმიერი ჯგუფის ადამიანს? რომელი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს უნივერსალურ დონორად, რეციპიენტად?
წინასწარ მივაწოდებ ტერმინების დონორის და რეციპიენტის განმარტებებს.-10წთ.
აქტივობა 6 -გაკვეთილის შემდეგი ეტაპი ჯგუფურ პრაქტიკულ სამუშაოს ეთმობა ბავშვები ერთად ავსებენ ტესტს, რომელიც
სისიხლის მიმოქცევას ეხება და წინასწარ ნაჩვენებია შეფასების რუბრიკა-10 წთ.
აქტივობა 7 -მოსწავლეებს ვუხსნი, რომ სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვისას, ძვლის წითელი ტვინის ფუნქციის დაქვეითებისას ან რკინის დეფიციტის შემთხვევაში ორგანიზმში იკლებს ერითროციტებისა და ჰემოგლობინის რაოდენობა-რასაც ანემია ჰქვია.
გაკვეთილის ბოლოს ვაფასებ მოსწავლეებს წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემის მისედვით და გავაცნობ მათ საშინაო დავალების შესრულებისათვის საჭირო ინსტრუქციას.-3 წთ.
|
საგაკვეთილო პროცესის შეფასების სქემა
1
არადამაკმაყოფილებელი
|
2
დამაკმაყოფილებელი
|
3
კარგი
|
|
მიზანი
|
ჩატარებულმა გაკვეთილმა ვერ უზრუნველყო განსაზღვრული მიზნის
მიღწევა
|
ჩატარებულ გაკვეთილზე ნაწილობრივ იყო მიღწეული
დასახული მიზანი/მიზნები
|
ჩატარებულ გაკვეთილზე სრულად იყო მიღწეული დასახული
მიზანი/მიზნები
|
აქტივობები, სწავლების მეთოდები და რესურსი
|
გამოყენებულმა აქტივობებმა, სასწავლო მეთოდებმა და
რესურსებმა ვერ უზრუნველყო მოსწავლეთა ჩართულობა და სასწავლო შედეგის მიღწევა
|
გამოყენებულმა აქტივობებმა, სასწავლო მეთოდებმა და
რესურსებმა მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყო მოსწავლეთა ჩართულობა და სასწავლო
შედეგის მიღწევა
|
გამოყენებულია ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებული
აქტივობები და მეთოდები, რომლების უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის მაქსიმალურ
ჩართულობასა და სასწავლო შედეგის მიღწევას, რესურსების გამოყენებით ზრდის
გაკვეთილის ეფექტიანობას.
საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი ახერხებს
წინასწარ დაგეგმილი აქტივობებისა და/ან მეთოდების მოდიფიცირებას
|
შეფასება
|
მასწავლებლის შეფასება არაეფექტიანია, შემოიფარგლება
მხოლოდ არაფრისმთქმელი უკუკავშირით, კომენტარით. გამოყენებული შეფასების
მეთოდები ვერ აფასებს, მიღწეულია თუ არა შედეგი
|
გამოყენებული შფასების მეთოდები ნაწილობრივ აფასებს,
მიღწეულია თუ არა შედეგი, მასწავლებლის უკუკავშირი ადეკვატურია ან მეთოდები
აფასებს მიღწეულ შედეგს, მაგრამ მასწავლებლის უკუკავშირით/კომენტარი
არაფრისმთქმელია.
|
ეფექტურად იყენებს განმავითარებელ და განმსაზღვრელ
შეფასებებს. გამოყენებული შეფასების მეთოდები ზუსტად აფასებს, მიღწეული არის თუ
არა შედეგი
|
საკლასო მენეჯმენტი
|
მასწავლებელი ვერ მართავს კლასს, სწორად ვერ ანაწილებს
აქტივობებისათვის გამოყოფილ დროს.
|
მასწავლებელს ზოგიერთ შემთხვევაში უჭირს დროის მართვა
და/ან მის მიერ გამოყენებული კლასის მართვის სტრატეგიები ნაკლებად ეფექტიანია
|
მასწავლებელი კლასში მიზნობრივად ანაწილებს დროს და
ქმნის ისეთ სასწავლო სიტუაციებს, რომლებიც უზრუნველყოფს თვითრეგულირებად
დისციპლინას.
|
გაკვეთილის ვიდეო
Комментариев нет:
Отправить комментарий