პროექტის დასახელება: ეკოლოგიური ფაქტორების გავლენა რძის ხარისხზე შიდა ქართლში
სამეცნიერო კვლევის მიმართულება: ეკოლოგია
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე, -სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი.
.1 პროექტის აქტუალურობისა დასაბუთება
დღეისათვის ეკოლოგიური ფაქტორების ზემოქმედებით კვების პროდუქტების დიდი ნაწილი დაბინძურებულია. რაშიც დიდი წვლილი ანთროპეგუნურ ფაქტორებს მიუძღვის. ეს ეხება როგორც მცენარეულ , ასევე ცხოველურ პროდუქტებს. მათ შორის საყურადღებოა რძე და რძის პროდუქტები. მაღალი ხარისხის ცხოველური პროდუქტი რძე წარმოადგენს შეუცვლელელ სრულფასოვან კვების პროდუქტს ყველა ასაკის ადამიანისათვის. ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ხარისხის კვლევა და მოსწავლეებში ამ პრობლემის ნათლად დანახვა. სკოლის მოსწავლეების მსგავსი სახის კვლევებში ჩართვა და მეცნიერ-მუშაკებთან ერთად მუშაობა ხელს შეუწყობს მათ მოტივაციას, საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციას და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის მიზანი: ეკოლოგიური ფაქტორების ზემოქმედებით ძროხის რძე და რძის ნაწარმი ხშირ შემთხვევაში დაბინძურებულია. დღეისათვის შიდა ქართლის ბუფერული ზონის სოფლების- ბერშუეთის და ქვემო სობისის საძოვრები, მავთულხლართების მიღმა დარჩა, ამიტომ პირუტყვი ხშირ შემთხვევში პესტიციდებით დაბინძურებული საკარმიდამო ნაკვეთების ბალახით იკვებება, სწორედ პესტიციდები, მძიმე ლითონის მარილები და სხვა, პირუტყვის ორგანიზმში საკვებიდან რძეში ხვდება და უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამიტომ საჭიროა დადგინდეს ბერშუეთის და ქვემო სობისის სოფლების ძროხის რძისა და რძის ნაწარმის ეკოლოგიური უსფრთხოება ანალიზებით და შედარდეს ეკოლოგიურად სუფთა ატენის ხეობის სოფლების - ბოშური და ბიისი (საკონტროლო ვარიანტი) საძოვრებიდან აღებულ რძესთან, როგორც ნედლი ბალახით, ასევე ბაგური (თივით) კვების შემთხვევაში .
პროექტის საშუალებით მოსწავლეებს გაუღრმავდებათ ცოდნა ეკოლოგიური, ბიოლოგიური და ქიმიური თვალსაზრისით, გამოუმუშავდებათ კვლევითი, ველზე და ლაბორატორიაში დამოუკიდებლად მუშაობის, რძის პროდუქტის-ყველის წარმოების ტექნოლოგიაზე, ასევე ინფორმაციის მოძიების, დამუშავების , ანალიზის, სინთეზის, პრეზენტირების, ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის უნარ-ჩვევები. პროექტი ითვალისწინებს კვებითი ჯაჭვის ძირითადი რგოლების: ნიადაგი-მცენარე-ცხოველი და ცხოველური პროდუქტის რძე-ყველი-ადამიანის ურთიერთ-გავლენის შესწავლას.
პროექტი ორიენტირებულია პრობლემის იდენტიფიცირებაზე, პრობლემური საკითხების პრიორიტეტებად დალაგებაზე, თვითოეული პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაზე (კვლევის და ანალიზების მეთოდებით)და პრობლემური ჯაჭვის ურთიერთგავლენაზე.
პროექტმა უნდა გამოკვეთოს რძის ხარისხის მნიშვნელობა და ეკოლოგიური დაბინძურების უარყოფითი როლი ამ საქმეში.
პროექტში მოსწავლეები კლასების მიხედვით შერჩნენ ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე :
· ისინი სწავლობენ:
· ეკოლოგიურ ფაქტორებს (9 კლასი).
· ნიადაგის შედგენილობას და სტრუქტურას (9 კლასი).
· ორგანული ნივთიერებების- ცილები, ცხიმები, ნახშირწყლების- თავისებურებებს, მნიშვნელობას,კვებით ღირებულებას(11კლასი).
· ბაქტერიებსა და ობის სოკოებს (7 კლასი).( წინარე ცოდნაზე დააშენებენ მათ გავლენას რძის ხარისხზე და უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან მასალას).
· რძემჟავა და ერბომჟავა დუღილი (11კლასი).
· ფერმენტები და მისი როლი (11კლასი).
· მჟავა-ტუტიანობას , PH შკალას (7 კლასი).( ამის მიხედვით გამოიკვლევენ ნიადაგის ნიმუშებს სხვადასხვა სოფლის და სხვადასხვა ეკოსისტემისთვის).
· ნიტრატების და პესტიციდების მავნე გავლენა.(9 კლასი) დეტალურად გაიგებენ თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს რძის ხარისხზე გადაჭარბებულმა ნიტრატებმა, ასევე პესტიციდებმა.
· პროექტში ჩართულ მოსწავლეებს აქვთ წინარე ცოდნა და გამოცდილება პროექტებში და კვლევებში მონაწილეობის.
· "იჭმევა თუ არა სათბურში მოყვანილი პომიდორი"- პროექტის ფარგლებში გამოკვვლეული აქვთ სასათბურე მეურნეობაში პომიდვრის მოყვანის, ნიადაგის და სარწყავი წყლის შედგენილობის, ნიტრატების დასაშვები დოზების და პესტიციდების ნორმების შესახებ. ასევე პომიდვრის მოყვანაში ეკოლოგიური (ბიოტური ფაქტორები), დამმტვერავი და პარაზიტი მწერების როლი. ზემოთ აღნიშნულმა ქროექტმა მეორე ადგილი აიღო სამეცნიერო ტექნოლოგიების კონფერენციაზე, პედაგოგი დაჯილდოვდა ლეპტოპით.
· მოსწავლეებს აქვთ გამოცდილება ინტერვიუებისა და რეპორტაჟების კონკურსზე "ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით", სადაც განათლების სამინისტროში დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიით.
· სკოლაში მათი მონაწილეობით არაერთი პროექტი განხორციელდა, მაგ: "კრისტალის გამოზრდა", "ჯანსაღი ღიმილი"," ბიოლოგიური ინდიკატორები", "სიგარეტი და მისი მავნეობა", და ა.შ.
· მონაწილეობა აქვთ მიღებული გორის უნივერსიტეტის ნიკო კეცხოველისადმი მიძღვნილ მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაში;
· გორის უნივერსიტეტის მიერ გამართულ ვახუშტი ბატონიშვილის გარდაცვალებიდან 260 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში „ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო“
· ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკში2017 წელს;
· აგრარული უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის ოლიმპიადებზე და ა.შ.
· გამოცემული აქვთ არაერთი სასკოლო და კედლის გაზეთი.
· მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი ილიას სახელმწიფო უნივერიტეტის საერთაშორისო პროექტში- ARTIST
· პროექტში ჩართულია ქვემო სობისის სკოლის 9, ბერშუეთის 5 და ატენის საჯარო სკოლის 6 მოსწავლე. (რადგან ჩვენი სკოლა საბაზო საფეხურისაა და 9 კლასის დამთავრების შემდეგ ისინი ბერშუეთის საჯარო სკოლაში გადადიან სასწავლებლად, თუმცა მჭიდრო კავშირი აქვთ ჩვენთან. რადგან პროექტის გარკვეული ნაწილი ტარდება ეკოლოგიურად სუფთა ატენის ხეობაში, ამიტომ პროექტში ჩავრთეთ ამ სკოლის 6 მოსწავლე. ზემოთ აღნიშნულ სკოლებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული აქვთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია ერთობლივი მეცნიერული კვლევების ორგანიზება.)
პროექტის მოსალოდნელი შედეგი-პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებს განუვითარდებათ პრობლემის განსაზღვრის, ინფორმაციის მოძიების, კვლევის, წიგნიერების, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, ინფორმაციის ტრანსფერის უნარი სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში. საქმიანობის ორგანიზების, შემოქმედებითობის, მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაციისა და კატეგორიზაციის, შედეგების ანალიზის, პრობლემის გადაჭრის, ლიდერობის და 21-ე საუკუნის უნარ ჩვევები.
პროექტის დადებითი მხარეა ისიც, რომ გუნდური მუშაობის, დისკუსიის, ურთიერთპატივისცემის და საკუთარი აზრის დაცვის უნარებს გამოუმუშავებს მონაწილეებს. დაამეგობრებს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც დასაბამს მისცემენ სხვა პროექტების ერთობლივად დაგეგმვას და წარმოებას. მეცნიერმუშაკებთან ურთიერთთანამშრომლობით მასწავლებელიც და მოსწავლეებიც უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან პრობლემის არსს, გამომწვევ მიზეზებს და პრობლემის გადაჭრის გზებს.
პროექტი ღირებულია იმითაც, რომ დაარსებული „ეკო კლუბი“ განაპირობებს მის მდგადობას- შეძენილი ცოდნით, საჭირო აპარატურის გამოყენებით შეძლებს მსგავსი კვლევების ჩატარებას, მოსახლეობაში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას. პესტიციდებისა და ჰერბიციდების გამოსაყენებელი დოზების მკაცრ დაცვას. ასევე სხვა კვების პროდუქტების ეკოლოგიური ხარისხის კვლევას. (სოფლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ახალგაზრდული მინი საწარმო "სობისური", რომელიც 100% ნატურალურ ვაშლის და სხვადასხვა ხილის წვენებს უშვებს. სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს მისი ხარისხის და მის ხარისხზე მოქმედი ფაქტორების კვლევა და მასში შაქრიანობის PH-ის განსაზღვრა).
პროექტის აქტივობები: კვლევის დაწყებამდე მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას რძის ქიმიური შედგენილობის, მისი სარგებლიანობის, რძის პროდუქტების მიღების ტექნოლოგიების და მის ხარისხზე მოქმედი ფაქტორების შესახებ.(ინტერნეტ რესურსებით, საკითხავი ლიტერატურით, რძის გადამამუშავებელ ქარხანაში ვიზიტით და სპეციალისტთან, ვეტერინარტან, ლაბორანტთან კონსულტაცია-ინტერვიუთი).
პროექტის განხორციელების ეტაპები და შესასრულებელი ამოცანები
· პროექტის გახსნა, სემინარი. (მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას რძის ქიმიური შედგენილობის, მისი სარგებლიანობის, რძის პროდუქტების მიღების ტექნოლოგიების და მის ხარისხზე მოქმედი ფაქტორების შესახებ)
· სასკოლო ლაბორატორიის აღჭურვა საჭირო რესურსებით ( კომპიუტერით, ქსეროქს-პრინტერ სკანერით, მიკროსკოპით და.ა.შ).
· საველე გასვლისას აღებული ნიადაგის ნიმუშების კვლევა (კარბონატობაზე, ჰუმუსის შემცველობაზე ,PH-ზე, ნიტრატებზე ) სკოლის ლაბორატორიაში.
· რძის ბიოქიმიური (ცილების , ცხიმების და ნახშირწყლების ),მიკრობიოლოგიური, მძიმე მეტალების ანალიზი.
· ინფორმაციის მოძიება: მასტიტზე და რძის ხარისხზე ,მის უარყოფით როლზე პარაზიტების გავლენაზე (სალმონელოზი,სტრეპტოკოკები) რძის ხარისხზე.
· რძის შემცველობის განსაზღვრა, როგორც ნედლი ბალახით, ასევე ბაგური კვების შემთხვევაში (თივა) და მათი შედარება.
· სამკურნალო მცენარეთა ჰერბარიუმის დამზადება ატენის ხეობის ეკოლოგიურად სუფთა საძოვრებიდან.
· ფერმენტების გავლენა ყველის ამოყვანაზე (რძემჟავა და ერბომჟავა დუღილი), ხალხური და ქარხნული ყველის ამოყვანის მეთოდის შედარება გემური თვისებების მიხედვით.
· მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და დასკვნების გამოტანა. ცხრილების, დიაგრამების, ფოტო და ვიდეომასალის დამუშავება. პრეზენტაციების მოწყობა. სემინარის ჩატარება და მოსახლეობის ინფორმირებულობა.
· კვლევის შედეგების მიხედვით საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება და მოსახლეობაში გავრცელება. რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას.
· პროექტის შემდგომი აქტივობების დაგეგმვა.
პროექტის საანგარიშო პერიოდებში ჩატარებული სამუშაოს მოსალოდნელი შედეგები და მონიტორინგის ინდიკატორები ეტაპების მიხედვით
მოსალოდნელი შედეგები
|
პერიოდი (თვე)
|
შესაბამისი ინდიკატორი
| |
1
|
რძის მნიშვნელობის განსაზღვრა და მის და მისი ნაწარმის (ყველი) ხარისხზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა
|
სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი.
|
მოძიებული ინფორმაცია, პრეზენტაცია, ფოტომასალა.
ლიტერატურული მიმოხილვა
|
2
|
ლაბორატორიის აღჭურვა საჭირო ინვენტარით და ტექნიკით
|
სექტემბერი
|
აღჭურვილი ლაბორატორია
|
3
|
რძეზე და ყველში ჩატარებული ლაბორატორიული ბიოორგანული, ბაქტერიული კვლევები
|
ოქტომბერი, თებერვალი
|
ანალიზის პასუხები, ფოტო და ვიდეო მასალა.
|
4
|
ველზე მუშაობის წესების გაცნობა და საველე გასვლა საკვები ბალახების კლასიფიკაცია და ჰერბარიუმის დამზადება
|
ოქტომბერი
|
მოპოვებული ჰერბარიუმები, ნიადაგის სინჯები, ფოტომასალა, ჩანაწერების დღიურები
|
5
|
ატენის ხეობის, სობისის, ბერშუეთის თივის ნიმუშების ხარისხის ვიზუალური დათვალიერება და ობის სოკოებზე კვლევა.
ყველის ამოყვანის ტექნოლოგიის გაცნობა
|
იანვარი
|
ამოყვანილი ყველის ნიმუშები, ფოტო მასალა, სხვადასხვა ტექნიკით ამოყვანილი ყველის დაგემოვნება, დასკვნების გამოტანა.
|
6
|
რძის ხარისხზე მასტიტის მოქმედების შესახებ ინფორმაციის მოძიება
|
თებერვალი
|
ინტერვიუები, ანკეტებიმოსახლეობასთან, სპეციალისტთან, ვეტერინართან
|
7
|
მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება,სემინარის მოწყობა, საინფორმაციო ბუკლეტის გამოცემა, ბლოგის გაკეთება.
|
სექტემბერი, ნოემბერი, მარტი
|
პრეზენტაცია, ფოტო და ვიდეო მასალა, გამოცემული ბუკლეტები, ბლოგის მისამართი.
|
მოსწავლეთა ჩართულობა პროექტის იდეის განვითარებაში, დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში. მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობენ პროექტის განმავლობაში აქტივობების დაგეგმვაში, პროექტის მონიტორინგში, შეფასებაში. რასაც შემდეგი სახით ახორციელებენ:
· თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა.
· ჯგუფური ინტერვიუ (ფოკუს ჯგუფების კვლევა);
· სტრუქტურიზებული ინტერვიუ;
· ანკეტირება;
· სადემონსტრაციო და ინდივიდუალური ცდები,
· ექსპერიმენტები,
· საველე სამუშაოები,
· პრეზენტაციები,
· სემინარები.
პროექტის გეგმა გრაფიკი:
ამოცანები/თვეები
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
ამოცანა #1 საკვლევი საკითხის აქტუალობის დადგენა და ინფორმაციის მოძიება, სემინარის ჩატარება.
| ||||||
ამოცანა #2 პრობლემის შესახებ ინფორმაციის შეგროვება მოსახლეობიდან, ანკეტირება.
| ||||||
ამოცანა #3 სასკოლო ლაბორატორიის აღჭურვა შესაბამისი ტექნოლოგიებით და საკანცელარიო მასალით
| ||||||
ამოცანა #4 საველე გასვლა ატენის ხეობაში, მოსახლეობიდან რძის შესყიდვა საანალიზოდ და საძოვრებიდან მცენარეთა ჰერბარიუმების დამზადება, ნიადაგის სინჯების აღება.
| ||||||
ამოცანა# 5 ვიზიტი რძის გადამამუშავებელ ქარხანაში ანალიზი ორგანულ ნივთიერებებზე. (სხვადასხვა ადგილიდან აღებული რძის ნიმუშებში)პესტიციდებზე და მძიმე მეტალებზე ლაბორატორიული ანალიზი „ექსპერტიზა +“ ში.
| ||||||
ამოცანა#6. აღებული ნიადაგების სინჯების კვლევა სკოლის ლაბორატორიაში ჰუმუსის, ph ის, ნიტრატების.
| ||||||
ამოცანა# 7 რძის მიკრობიოლოგიური ანალიზი სხვადასხვა ნიმუშებში. პარაზიტების (სალმონელოზზე, სტაფილოკოკზე) გავლენა რძის ხარისხზე.
| ||||||
ამოცანა#8 თეორიის დამუშავება და მოსახლეობაში ინტერვიუ მასტიტის გავლენის შესახებ რძის ხარისხში.
| ||||||
ამოცანა#9 ყველის ამოყვანის ქარხნული და გლეხური მეთოდების შედარება და პრაქტიკული მეცადინეობა.
| ||||||
ამოცანა#10 რძის შემცველობის განსაზღვრა, როგორც ბაგური კვებისას თივით, ასევე ნედლი ბალახით კვებისას.
| ||||||
ამოცანა#11. ინფორმაციის დამუშავება, ცხრილების და დიაგრამების სახით.
| ||||||
ამოცანა#12 პრეზენტაციის მოწყობა სემინარის ჩატარება , გამგეობის, მოსახლეობის ინფორმირებულობა.პროექტის მონაწილეთა დაჯილდოება, საზეიმო დახურვა,პროექტის შემდგომი აქტივობების დაგეგმვა.
|
რეფლექსია პროექტის განხორციელებაზე:
· პროექტის განხორციელება დავიწყეთ 2018 წლის სასწავლო წლის დაწყებისთანავე. პირველივე კვირას განვახორციელეთ სკოლაში პროექტის გახსნა, სადაც ქვემო სობისის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად მოწვეული გვყავდა ბერშუეთის და ატენის საჯარო სკოლების ის მოსწავლეები, რომლებიც პროექტში გვყავს ჩართული. ასევე ზემოთ აღნიშნული სკოლების საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები და დირექტორები. პროექტი გახსნა ქვემო სობისის სკოლის ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკის პედაგოგმა-პროექტის ხელმძღვანელმა , თამარ ბერიძემ. მან დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის სახით გააცნო პროექტის სათაური, მიზანი, შესასრულებელი აქტივობები, ისაუბრა პროექტის აქტუალობაზე შიდა ქართლის დაბინძურებული ტერიტორიების საფრთხეზე, რომელიც აკუმულირდება საკვებ პროდუქტებში და კერძოდ, რძეში. ასევე ყურადღება გაამახვილა რძის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისთვის და სრულფასოვანი კვებისთვის. პროექტის გახსნას ესწრებოდა და სიტყვით გამოვიდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი თინათინ იოსებიძე. დასასრულს ბერშუეთის სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც პროექტში არიან ჩართულნი გადაეცათ სამახსოვრო საკანცელარიო მასალა.
· საკვლევი საკითხის -რძის ხარისხზე მოქმედი ფაქტორების შესახებ მოსწავლეებმა სამი სოფლის:ატენის, ბერშუეთის და სობისის მოსახლეობაში ჩაატარეს ანკეტირება.
· პროექტის ფარგლებში მოხდა სასკოლო ლაბორატორიის აღჭურვა ნოუთბუქით, ქსეროქს-პრინტერ-სკანერის აპარატით, ფოტოაპარატით, მიკროსკოპით, ლაბორატორიული ხელსაწყოებით:სასწორებით, PH-მეტრით, დინამიკებით, ფლეშ მეხსიერებით, ლაბორატორიული ჭურჭლით, საკანცელარიო ნივთებით, რომლებიც პროექტის მსვლელობისას ეტაპობრივად შევიძინეთ.
· პროექტის ფარგლებში ვეწვიეთ ატენის საჯარო სკოლას, სადაც მისი დირექტორი და ჩვენი მეგობარი ატენის მოსწავლეები გულითადად დაგვხვდნენ. გავედით მდინარე ტანას ხეობაში, ავიღეთ ნიადაგის, წყლის, ავიღეთ მცენარეულობის ნიმუშები ჰერბარიუმისთვის. საღამოს ვესტუმრეთ ატენის მოსახლეს საქონლის სადგომში, დავათვალიერეთ ადგილობრივი საქონელი, მონაწილეობა მივიღეთ მოწველაში, წამოვიღეთ რძის ნიმუში.
· განვახორციელეთ ორჯერადი ვიზიტი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ პროფესიულ სასწავლებელში.იქ დაგვხვდა რძის სპეციალისტი-ბატონი ზურაბ პაპიაშვილი. მან ჩაგვიტარა ლექცია რძის მნიშვნელობაზე, მის ხარისხზე, სარგებლიანობაზე, თუ რატომაა სასარგებლო რძის პროდუქტები და რას შეიცავენ ისინი. რატომაა რძე შეუცვლელი საკვები პატარებისათვის, როგორ უნდა შევინახოთ და მოვახდინოთ ტრანსპორტირება, რომ რძე არ დაბინძურდეს და არ მოვიწამლოთ. რას ნიშნავს ფერმენტაცია და რა პროცესები მიმდინარეობს რძიდან ყველის ამოყვანისას, სემაწვნებისას და ა.შ. შემდეგ გადავინაცვლეთ სასწავლებლის ლაბორატორიაში და ბატონი ზურას მეთვალყურეობით და მითითებებით მოსწავლეებმა მოახდინეს რძის გატიტვრა- მჟავიანობის დადგენა რძეში. ანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ სობისის რძე ოდნავ უფრო შემჟავებული იყო, ვიდრე ატენის რძე, თუმცა ეს მოწველიდან გასულ დროზე და რძის შენახვის პირობებზე ყოფილა დამოკიდებული. საერთო ჯამში ორივე რძე ვარგისი იყო მოხმარებისთვის. მნიშვნელოვანიაის, რომ მეორადი ვიზიტისას მოსწავლეებმა თავად მიიღეს რძის ანალიზში მონაწილეობა და შეგნებულად დაიმახსოვრეს პროცესის არსი.
· შემდეგ გადავინაცვლეთ ლაქტოსკანთან-(აპარატი, რომელიც რძეში 9 სახის ანალიზს ადგენს). ლაქტოსკანში გავატარეთ ცალ-ცალკე ატენის და სობისის მოსახლეობიდან მოპოვებული რძის ნიმუშები.
სობისი
|
ატენი
| |
ცხიმიანობა
|
5,18
|
8
|
ტემპერატურა
|
21.8
|
20,7
|
ცილები
|
26,12
|
22,33
|
ლაქტოზა
|
4,08
|
3.86
|
მშრალი მასა
|
7,87
|
7.49
|
ცილა
|
2,89
|
2.73
|
წყალი
|
6.58
|
9
|
მარილი
|
0,63
|
0.6
|
გაყინვის ტემპერატურა
|
-0,48
|
-0,6
|
·
· ბატონმა ზურამ აღნიშნა, რომ ორივე რძის ნიმუშში ნორმის ფარგლებში მერყეობს ანალიზის პასუხები.
· სობისის და ატენის რძის ნიმუშები ორჯერ გავგზავნეთ თბილისის საექსპერტიზო ლაბორატორია „ეტალონში“ . პირველად ნედლი ბალახით კვებისას, მეორედ მშრალი თივით კვებისას. ანალიზი ჩატარდა ტოქსიკურ ნივთიერებებზე, ქლორორგანულ ნივთიერებებზე,რადიონუკლიდებზე, მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე. აღმოჩნდა, რომ დიდად საგანგაშო მდგომარეობა არცერთ რძეშია, მაგრამ სობისის რძეში ზედა ზღვართან მიახლოებული იყო რადიონუკლიდების დონე, ატენის რძეში კი მძიმე მეტალები.
·
·
· სკოლის ლაბორატორიაში მოხდა ატენის ტერიტორიაზე არსებულ მდინარე ტანას და მდინარე ბერშოულას წყლის , ნიადაგის მიკროსკოპული დათვალიერება. ასევე ჩავატარეთ ნიადაგის თვისობრივი კვლევაც: რადგან პროექტის გეგმა გრაფიკში გვქონდა გაწერილი შუალედური ანგარიშის წარდგენა ფონდში და აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო საჭირო, ამიტომ ატენის ხეობიდან წამოღებული მცენარეულობა, რომელიც გამოსაშრობად ჩამოტანისთანავე ძველი სახელმძღვანელოს ფურცლებში შევინახეთ და ამ მორჩენილ დროს დავამზადეთ ატენის ფლორის ამსახველი ჰერბარიუმი. მოვიძიეთ თვითოეული მცენარის ბიოლოგიური დასახელება, მისი გავრცელების არეალი, მისი სასიცოცხლო პირობები და სამკურნალო თვისებები. თვითოეულ მცენარეს გავუკეთეთ წარწერა, სადაც აღნიშნულია სახელი, მოპოვების ადგილი და დრო. მისი დახასიათება და სამკურნალო თვისებები.
· მოპოვებული ფოტო მასალა გადავეცი ფლეშკების სახით მოსწავლეებს და დავავალე წარმოებული სამუშაოების შესახებ პრეზენტაციების აწყობა. ჩემის მხრიდან მივეცი მითითებები და პირველი პრეზენტაცია კლუბის ფარგლებშივე ავაწყვეთ. გავიარეთ რეპეტიცია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სადემონსტრაციო დღის მოსაწყობად, დავგეგმეთ პრეზენტაციების თანმიმდევრობა
· გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოვაწყვეთ სადემონსტრაციო დღე, ქალბატონი თინათინ იოსებიძის ძალისხმევიტ უნივერსიტეტის რექტორმა გამოგვიყო დარბაზი . შეკრება გახსნა გორის სასწავლო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა დავით ჩოჩიშვილმა, რომელმაც მოგვილოცა ასეთი დიდი მასშტაბის პროექტში მონაწილეობა, მან აღნიშნა, რომ შიდა ქართლის სკოლებიდან პირველები ჩვენ ვიყავით, რომლებიც შოთა რუსთაველის სახელობი ეროვნული ფონდის პროექტ „მეცნიერება იწყება სკოლიდან-კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ ვმონაწილეობდით და ჩვენთვის ეს დიდი პატივი და ნდობაა. მოსწავლეებს ესაუბრა მსგავსი სახის ეკოლოგიური პროექტების მნიშვნელობაზე მოსწავლის ეკოლოგიურად განათლებულ მოქალაქედ შამოყალიბების საქმეში. მოსწავლეებმა და პროექტის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას გავაცანით კვლევის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები. ბავშვები სიამაყით ყვებოდნენ მათ მიერ გაწეულ სამუშაოების შესახებ.
· მეორადად ვესტუმრეთ ატენის ხეობას, წამოვიღეთ რძის ნიმუში და ასევე ვესტუმრეთ ბერშუეთში კერძო ფერმერს, რომელმაც დაგვათვალიერებინა შულცის ჯიშის საქონელი. მოგვითხრო მის უპირატესობაზე ადგილობრივ ჯიშებთან დაკავშირებით. დავესწარით ელექტრო მოწყობილობით წველას. ვნახეთ საკეისრო კვეთა გაკეთებული ძროხა.
· სკოლის ლაბორატორიაში მოვახდინეთ ყველის ამოყვანა პეპსინით და გლეხური წესით- მაჭიკზე დამზადებული დვრიტით. განვსაზღვრეთ ყველის ამოყვანის ოპტიმალური ტემპერატურა, გამოვთვალეთ რძის სიმკვრივე, ყველის გამოსავლიანობა, შრატიდან მივიღეთ მეორადი პროდუქტი-ნადუღი.
· მოვახდინეთ შედეგების შეჯამება პრეზენტაციების აწყობით. დავამზადეეთ ფოტოკოლაჟი. რომელიც ავტვირთეთ ბლოგზე. საბოლოოდ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გავმართეთ შემაჯამებელი კონფერენცია,რომელიც უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ პრორექტორი, კათედრის დეკანი, პროფესორ მასწავლებლები, გორის რესურსცენტრის დირექტორი და სხვა. რძის საწარმოს ხელმძღვანელი და პროფესიული სასწავლებლის რძის სპეციალისტი. მოსწავლეებმა პრეზენტაციების სახით გააცნეს დამსწრე საზოგადოებას გაწეული საქმიანობები. სტუმრებმა აღნიშნეს თუ რა მნიშვნელობა აქვს მსგავს პროექტებს მოსწავლეთა კვლევითი უნარების ჩამოყალიბებაში, მათ უსურვეს შემდგომი წარმატებები და კიდევ მრავალ პროექტებში მონაწილეობა.
·
·
· 4.2 სირთულეები, პროექტის განხორციელების პროცესში
·
№
|
სირთულე
|
სირთულის გამომწვევი მიზეზი
|
გადაწყვეტის გზები
(რა ზომები იქნა მიღებული სირთულეების გადასალახად)
|
1
|
შესყიდვების კანონში ცვლილებების გამო დროებით შეფერხებული იყო ხელშეკრულებების დადება
|
2019 წლიდან სახელმწიფო შესყიდვებში ცვლილებების გამო გართულდა პროექტის ფარგლებში შესყიდვების განხორციელება, რადგან მომწოდებლებს არ ჰქონდათ ელექტრონული ბეჭედი.
|
მომწოდებლებმა, მძღოლმა მომსახურების სააგენტოში დაამზადეს ელექტრონული ბეჭდები და განხორციელდა შესყიდვები. მძღოლის რამდენიმე მომსახურების ღირებულება ერთად გადავრიცხეთ.
|
2
|
პროექტის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები, რომლებიც გაზიარებულია სოციალურ ქსელში:
Комментариев нет:
Отправить комментарий