კლუბური მუშაობა


სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლაში, 2019 სასწავლო წლის 8 ნოემბრიდან-14ივნისის ჩათვლით, საბუნებისმეტყველო კათედრაზე გაიხსნა ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი სახელწოდებით: „ნორჩი ბუნებისმეტყველნიმე-5-9-ე კლასების მოსწავლეებისთვის .
მეცადინოებები ჩატარდება კვირაში ერთხელ(II სამესტრის განმავლობაში), დასაწყისი 13:20სთ.მეცადინეობის ხანგრძლივობა-45წთ. კლუბის მეურვე: თამარ ბერიძე.
მსურველებს შეუძლიათ, განცხადებით მიმართონ სკოლის დირექციას.

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლის, ახალგაზრდა მკვლევართა კლუბში გაწრვიანების მსურველთა    განცხადების ფორმა


სახელი ........................................................

გვარი .............................................................

საკონტაქტო ინფორმაცია ................................

ჩემი ინტერესები, რატომ არის მნიშვნელოვანი სკოლის კლუბში მუშაობა, რას მოველი ამ საქმიანობისგან? ..........................................................

სურვილი მაქვს გავხდე კლუბის წევრი.
გთხოვთ ჩამრიცხოთ კლუბში.

თარიღი .............................................

ხელმოწერა .........................................


საკლუბო მუშაობის პროგრამა
კლუბის დასახელება:,, ნორჩი ბუნებისმეტყველნი
სკოლა: ქვემო სობისის საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი: მე-5-9-ე კლასების მოსწავლეები.
მასწავლებელი:თამარ ბერიძე
კლუბის ხანგრძლივობა: 2018-2019 სასწ.წელი(II სემესტრი, კვირაში ერთხელ-45 წთ.)
კლუბის მოკლე დახასიათება: ქვემო სობისის საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი სახელწოდებით: „ნორჩი ბუნებისმეტყველნი. კლუბის სამუშაო გეგმა  სკოლის რესურსების და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით იქნა შერჩეული,წინასწარი მოკვლევის საფუძველზე სკოლამ განსაზღვრა მიმართულება.
კლუბის მუშაობის პროფილი: მოსწავლეები გაიღრმავებენ და განიმტკიცებენ ცოდნას საბუნებისმეტყველო საგნებში ... მოთხოვნების შესაბამისად. ჩაატარებენ კვლევებს, ექსპერიმენტებს, ცდებს. გამოიმუშავებენ კვლევით უნარებს და აიმაღლებენ მოტივაციას საბუნაებისმეტყველო საგნებში.
კლუბის მნიშვნელობა:საკლუბო მუშაობა ხელს შეუწყობს ,მოსწავლეთა  კვლევითი უნარების გამომუსავებას, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და შემოქმედებით პიროვნებებად ჩამოყალიბებას. მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ კლუბური მუშაობისას შემოქმედებითი,თანამშრომლობითი სოციალური,კომუნიკაციის,თავისუფალი, კრიტიკული აზრის გამოხატვის და სხვისი აზრის პატივისცემის ,იმპროვიზაციის, გუნდურობის,რიტმის გრძნობის,ასოციაციური აზროვნების,ტოლერანრობის და ტრანსფერის უნარები რაც ხელს შეუწყობს სწავლის ხარისხის გაზრდას.
კლუბის აქტუალობა: რადგან მოსწავლეთა უმრავლესობა ნაკლებად ინტერესდებიან საბუნებისმეტყველო საგნებით, კლუბის ფარგლებში გაწეული აქტივობებით შევეცდები მოსწავლეებს დავანახო რამდენად მნიშვნელოვანია ეს საგნები და რა გამოყენება შეიძლება ქონდეს აქ მიღებულ ცოდნას.
კლუბის მუშაობის მიზანი:
·         კლუბის წევრებში სწავლის უნარის, თვითმოტივაციის, დამახსოვრებისა და ახალი ცოდნის ძველზე დაშენების უნარების გამომუშავდება
·         სოციალური უნარების გამომუშავება.
·         კლუბის წევრების უშუალო კონტაქტი მეცნიერებთან და მათთან ერთად მეცნიერული მუშაობა.
·         ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება
·         ცდების, ექსპერიმენტების დაგეგმვის, ჩატარების უნარის გამომუშავება


სასწავლო რესურსი: ლაბორატორიული ჭურჭელი და რეაქტივები, საყოფაცხოვრებო საგნები, მეორადი მოხმარების ნივთები, კომპიუტერი, ინტერნერსაიტები,ქსეროქსი, თაბახის ფურცლები,კალამი, ფანქარი დაფა და სახელმძღვანელოები, ექსპერიმენტების კრებული.
შეფასება: მოსწავლეები და მშობლები შეაფასებენ კლუბის მეცადინეობებზე მიღწეულ შედეგებს წინასწარ შემუშავებული კითხვარის მიხედვით.
კლუბის მუშაობის პროგრამა:

1.      კლუბის წევრებისთვის კლუბის მუშაობის მიზნების, წესდების და მოსალოდნელი შედეგების  გაცნობა- 1სთ
2.      ექსპერიმენტი სიგარეტის მავნეობის შესახებ -ვიდეოს ჩვენება, შესაბამისი ცდის ჩატარება, დასკვნების გამოტანა. საინფორმაციო ბუკლეტის დამზადება.
3.      ფილტვის მულაჟის დამზადება პოლიეთილენის ბოთლით, აირთა ცვლის დაკავშირება წნევასთან, დიფუზიასთან.
4.      სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელებში ალკოჰოლის პროცენტული შემადგენლობის დადგენა საზომი ხელსაწყოთი და მათი დახარისხება გრადუსების მიხედვით. სახადასხვა სასმელში ერთი და იგივე ალკოჰოლის დოზის დადგენა, მოცულობების განსაზღვრა.
5.      თირკმლის მუშაობის შესახებ ვიდეოს ჩვენება და თირკმლის მსგავსი ფილტრის დამზადება, სადაც ოსმოსის აზრს უკეთ  გაითავისებენ. გაიგებენ რატომ ხდება შარდის წარმოქმნა, ფილტრაცია, რატომ არ უნდა იყოს შარდში ცილა.
6.      სისიხლის ანალიზის აღება და მისი მიკროსკოპით დათვალიერება. სისიხლის ჯგუფების განსაზღვრა. სისიხლის გადასხმის სქემის შექმნა და როლებით თამაში „პირველადი დახმარება სისხლდენის დროს“
7.      ძვლების ქიმიური შედგენილობის შესწავლის მიზნით ინფორმაციის მოძიება, ვიდეოექსპერიმენტის ყურება და შემდეგ ფრინველის ძვლის მჟავით დამუშავება, გამოწვა, რათა მასში მინერალური მარილებისდა ორგანული ნივთიერებები განვსაზღვროთ.
8.      წნევის გაზომვის სწავლა სხვადასხვა წნევის საზომი ხელსაწყოებით და ექსპერიმენტების ჩატარება მოხალისეებზე ფიზიკური აქტივობის შემდეგ მათი წნევის ცვლილების განსაზღვრა, ასევე პულსის.
9.      ატმოსფერული წნევის საზომი ხელსაწყოს -ბარომეტრის დამზადება თუნუქის ყუთით და რეზინის ბუშტით. მისი მოქმედების დაკვირვება ტემპერატურული ცვლილებისას.აქვე კვერცხის ბოთლში ჩაძვრენის ექსპერიმენტი და ამ ორი ცდის ერთმანეთთან დაკავშირება
10.  პერისკოპის დამზადება და მისი მუშაობის პრინციპის ახსნა, სინათლის არეკვლა და მსგავსი მოვლენის მოფიქრება ყოფაცხოვრებიდან.
11.  დაახარისხებენსაკვებსდასაყოფაცხოვრებონივთიერებებსPHის მიხედვით. გაითავისებენ რას ნიშნავს მაღალი მჟავიანობა.
12.  ნახშირორჟანგით გამოწვეულ მჟავა წვიმების მავნე გავლენის არსის გასაგებად ჩაატარებენ შესაბამის რეაქციებს და საკუთარი თვალით ნახავენ როგორ მოქმედებს მჟავა წვიმები თაბაშირზე, ცოცხალ მცენარეებზე და მეტალებზე.
13.  ონლაინ დებატები პროექტში ჩართულმეობარ გორის მერვე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, თემაზე- „რა უფრო მნიშვნელოვანია_ განვითარებული მრეწველობა, თუ ნაკლები ეკოლოგიური პრობლემა?
14.  დააკვირდებიან ბაქტერიების და სოკოების გამრავლების ინტენსიურობას სხვადასხვა საკვებ არეზე. მათ გამრავლებაზე ხელშემშლელ ფაქტორებს. (გაყინვას, დუღილს, მზის ულტრაიისფერ სხივების გავლენას, მარილიანობას და სხვ.)
15.  ვამცირებთ ნარჩენებს- მოსწავლეები მეორადი,გადასაყრელად გამზადებული ნივთებისგან ამზადებენ სხვადასხვა სახის  ნივთებს(მაგ,პოლიეთილენის ბოთლებისგან კალმის და ფანქრის შესანახს)
16.  ნაჯერი და უჯერი ხსნარების უკეთ გაგების მიზნით ნახავენ ვიდეოს და მის მიხედვით ამზადებენ შაბიამნის  კრისტალს, ხსნიან ფაქტს, რატომ უშაქრდებათ დედებს მურაბა.
17.  ნეიტრალიზაციის რეაქციის არსის გაგებისთვის ვამზადებთ წითელი კომბოსტოს წვენით ინდიკატორს და ვატარებთ ნეიტრალიზაციის რეაქციას. ვწერთ მის ამსახველ ქიმიურ რეაქციას. ვიძიებთ ინფორმაციას მის შესახებ.
18.  სიტუაციური ამოცანის გადაწყვეტა-წინასწარ გამზადებული რეაქტივებით და სარეაქციოწურჭლის გამოყენებით სხვადასხვა ჯგუფებში სხვადასხვა რეაქტივებით ერთი და იგივე ნივთიერების მიღება
19.  მეგობარ -საჩხერის საჯარო სკოლასთან ერთად სამეცნიერო პიკნიკის მოწყობა და მათთან ერთად ცდების ჩატარება. მეცნიერების პოპულარიზაციის და ურთიერთ დამეგობრების მიზნით.
20.  ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის კონკურსში მონაწილეობისათვის ექსპერიმენტების შერჩევა.
მოსწავლეთა შთაბეჭდილებების ალბომის შედგენა.
14/11 2018

21/11 2018



28/11 2018



05/12 2018


23/01/2019


30/01/2019



06/02/2019



13/02/2019





20/02/2019



27/02/ 2019


06/03/2019


20/03/2019



27/03/2019



10/04/2019



24/04/2019



08/05/2019



15/05/2019


22/05/2019



29/05/2019



05/06 2019



12/06/2019





გელით სასიამოვნო, საინტერესო და პოზიტიური გარემო.
პატივისცემით: თ. ბერიძე
კლუბის მუშაობის რეფლექსია:  კლუბში მუშაობა წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიზედვით ტარდებოდა, მოსწავლეები ხალისიანად და მოტივირებულად მუშაობდნენ კლუბის ფარგლებში. იყო მცირედი რისკები ლაბორატორიაში მუშაობის უსაფრთხოების მხრივ. კერძოდ, ლაბორატორიაში არ გვქონდა გამდინარე წყალი, რაც სასწავლო წლის დასაწყისშივე დირექციის გვერდში დგომით აღმოიფხვრა. ლაბორატორიის  დამხმარე სათავსოში დააყენეს ონკანი და საშუალება მოგვეცა ნარჩენების უტილიზაციის. მასწავლებლის მიერ საკლუბო მუშაობის დროს  დაცული იყო უსაფრთხოების ზომები. ყველა მოსწავლე თავს დაცულად გრძნობდა.  კლუბში შექმნილი იყო კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო. მუშაობა ეფუძნებოდა  ურთიერთთანამშრომლობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს. 

Комментариев нет:

Отправить комментарий